ჩვენს შესახებ

რა შემიძლია გითხრათ ჩვენს შესახებ?

ის რომ, ვართ ადამიანები, რომლებსაც ძალიან გვიყვარს მინერალები, ქვები და კრისტალები. ზოგიერთ ჩვენგანს მათი ფერადოვნება იზიდავს, ზოგს იდუმალი და მაგიური ლეგენდები აინტერესებს… სხვა შემთხვევაში ამ საიტზე არცერთი ჩვენგანი არ შემოვიდოდა.

ვიცი, ძალიან ბევრს არ გცალიათ იმისთვის რომ ძველ წიგნებში და ინტერნეტის მიყრუებულ კუთხეებში იქექოთ, ამიტომაც შევეცდები მე მოგამარაგოთ იმ საჭირო ინფორმაციით, რომელიც მომავალში ბუნების ამ საოცარი ქმნილებების შესწავლაში დაგეხმარებათ. ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ულამაზესი კუთხიდან ჩამოგიტანთ მშვენიერ და უმაღლესი ხარისხის ნიმუშებს, რათა არამხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც გქონდეთ მინერალებთან შეხება.

შევეცდები ქვებისგან შევქმნა ნაზი და ლამაზი სამკაული, რათა მათი ესთეტიკური მშვენიერებითაც მოახერხოთ დატკბობა და არ დავიზარებ გაგცეთ პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც მინერალების შემსწავლელ გზაზე გაგიჩნდებათ.

სიყვარულით კელისგან <3