მარგალიტი

ქიმიური შემადგენლობა – კალიუმის კარბონატი + ორგანული სუბსტანცია
სიმაგრე – 2.5 – 4.5
ფერი – პერლამუტრი, თეთრი, შავი, ნაცრისფერი

მარგალიტი ნიჟარისმქონე მოლუსკებში ყალიბდება. მისი სახელი მოდის ლათინური სიტყვა „perna“-დან რაც თარგმანში ფეხს ნიშნავს, რაც ორსარქველიანი მოლუსკის ჯიშთან ასოცირდება. მარგალიტი “ორგანული ქვების” სიაში შედის.

ნატურალური, არაკულტივირებული მარგალიტი საკმაოდ იშვიათი, ძვირი და მომცრო ზომისაა. სწორედ ამიტომ ადამიანებმა ისწავლეს მარგალიტის გამოყვანა (მოშენება). მარგალიტი საუკუნეების მანძილზე ძვრფას ქვათა სიაში შედიოდა. ყველაზე ძველი ჩანაწერი მარგალიტის შესახებ 7,500 წლისაა.

ძალიან ხშირად, ბაზარზე შეღებილ მარგალიტსაც წააწყდებით. ბოლო დროს არაბუნებრივი ფერები ძალიან პოპულარული გახდა და შეღებილი მარგალიტის ფასი ნატურალურისას არ ჩამოუვარდება.

უმეტეს შემთხვევაში მარგალიტის ფერის არანატურალურობის შესახებ ინფორმაციას არ მალავენ. მაგრამ გადამოწმება არასოდესაა გვაწყენს. ასევე ხშირად წააწყდებით პლასტმასს, რომელიც მარგალიტის ფერშია შეღებილი. მათი გარჩევა შეგიძლიათ ტემპერატურისა და წონის მიხედვით.

კულტივირებული, იგივე მდინარის მარგალიტი არ არის ხელოვნური, მას ზუსტად ისეთი დატვირთვა აქვს როგორიც ოკეანისას.

საბადოები

მარგალიტს მთელი მსოლიოს მასშტაბით მოიპოვებენ. ნატურალური მარგალიტის ნახვა ავსტრალიაში, იაპონიაში, ცენტრალურ ამერიკაში, მადაგასკარში, ფილიპინებში, და სამხრეთ ამერიკაშია შესაძლებელი.

თვისებები

ენერგეტიკულად მიიჩნევა, რომ მარგალიტი ნეგატივსა და სტრესს განდევნის. ამბობენ, რომ ის ადამიანებთან ურთიერთობაში მოიტანს სიმართლესა და ერთგულებას. ეზოთერიკოსების თქმით, მარგალიტი ადამიანს დაეხმარება იპოვოს საკუთარი თავი. როგორც ამბობენ, მარგალიტი მფლობელს ძალიან მალე ეჩვევა და უმჯობესია, თუ მას სხვას არ აჩუქებთ.

სამკურნალო თვისებები

როგორც ლიტოთერაპევტები ამბობენ, მარგალიტი აბალანსებს ადამიანის ორგანიზმის ნამდვილ რიტმს და აღადგენს ჰორმონალურ ბალანსს. გამოიყენებენ ფილტვების დაავადებების, ასთმის, ბრონქიტისა და ტუბერკულიოზის მკურნალობის დროს.ამბობენ, რომ აყუჩებს თავის ტკივილსა და ალერგიებს.

ჩაკრები

ასოცირდება მეხუთე და მეშვიდე ჩაკრასთან – ვიშუდჰა, საჰასრარა.