ხარის თვალი

ქიმიური ფორმულა – SiO2
სიმაგრე – 6.5 – 7
ფერი – მუქი ყავისფერი, მოწითალო.

ხარის თვალი ბოჭკოვანი, მიკროკრისტალური კვარცის მოყავისფრო-მოწითალო ნაირსახეობაა. მას ფსევდომორფულ კვარცსაც ეძახიან.

ხარის თვალი არის ვეფხვის თვალის ერთ-ერთი ვარიაცია, ასევეა შევარდენის თვალიც, რომელიც მოლურჯო-მონაცრისფრო ფერში გვხვდება.

ოქროსფერ ვეფხვის თვალთან შედარებით, ხარის თვალი ამ ქვის გაცილებით იშვიათი სახეობაა და ბაზარზე ხშირად ნახავთ მის შეღებილ და ტონიერბულ ვარიანტებს. ტონიერბული და ნამდვილი ხარის თვალის ერთმანეთისგან გარჩევა მარტივია. ნამდვილ ხარის თვალს ბევრად დამჯდარი და მუქი ფერი აქვს, შეღებილი ვარიანტი კი ყოველთვის უფრო კაშკაშა და არაბუნებრივ ფერშია.

ბაზარზე ხარის თვალს რამდენიმე სახელი აქვს: დრაკონის თვალი, წითელი ვეფხვის თვალი და ცეცხლოვანი ვეფხვის თვალი.

რკინის ხარის თვალი

როგორც ვეფხვის თვალს ასევე ხარის თვალს შეიძლება ჰქონდეს ჰემატიტის ბუნებრივი ჩანართები, რასაც რკინის ხარის თვალს ეძახიან. რკინის ხარის თვალი უმეტეს შემთხვევაში კატის თვალის ეფექტს არ დაიკრავს.

საბადოები

როგორც ვეფხვის თვალის ასევე ხარის თვალის მოპოვება საკმაოდ ბევრ ლოკაციაზეა შესაძლებელი, ორი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი გახლავთ ტაილანდი და აფრიკა. ასევე ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, ინდოეთი, კორეა, ბურმა, ნამიბია ესპანეთი და ა.შ.შ.

თვისებები

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ვეფხვისა და ხარის თვალს მსგავსი თვისებები აქვთ, ერთი განსხვავებით: ვეფხვის თვალი ასოცირდება მზის წნულის ჩაკრასთან, ხარის თვალი კი ფუძისა და მზის წნულის ჩაკრებთან, ამიტომაც ხარის თვალი ითვლება შედარებით “დინჯ” ქვად.

მიიჩნევა რომ მფლობელს უძლიერებს თვითშეფასებას, ნებისყოფას, ფანტაზიას, კრეატიულობას, შემართებასა და მოთმინების უნარს. ეზოთერიკოსების თქმით, ხარის თვალი არის მიზნის, შინაგანი ენერგიის, ვნებისა და ფიზიკური სიძლიერის სიმბოლო.

როგორც ყველა სხვა ვეფხვის თვალის სახეობა, ხარის თვალიც ძლიერ დამცავ თილისმად ითვლება.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ ხარის თვალი კარგია სახსრების ანთების, გულის შესუსტებული მუშაობის, დეპრესიის, მუდმივი დაღლილობისა და ქალური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

ჩაკრები – ფუძის ჩაკრა (მულადჰარა)  და მზის წნულის ჩაკრა (მანიპურა)

ზოდიაქოს ნიშნები – ასტროლოგების თქმით, სხვა ქვებთან მონაცვლეობით ხარის თვალის ტარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. განსაკუთრებით უხდებათ ცეცხლის სტიქიის ნიშნებს.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *