შევარდენის თვალი

ქიმიური ფორმულა – SiO2
სიმაგრე – 6.5 – 7
ფერი – ლურჯი, მოცისფრო, მონაცრისფრო, მუქი ლურჯი.

შევარდენის თვალი ბოჭკოვანი, მიკროკრისტალური კვარცის მოლურჯო-მონაცრისფრო ნაირსახეობაა. მას ფსევდომორფულ კვარცსაც ეძახიან.

შევარდენის თვალი არის ვეფხვის თვალის ერთ-ერთი ვარიაცია, ასევეა ხარის თვალიც, რომელიც მოწითალო ფერში გვხვდება. ხშირ შემთხვევაში შევარდენის თვალს, ლურჯ ვეფხვის თვალს ეძახიან.

ოქროსფერ ვეფხვის თვალთან შედარებით, შევარდენის თვალი ამ ქვის გაცილებით იშვიათი სახეობაა და ბაზარზე ხშირად ნახავთ მის შეღებილ და ტონიერბულ ვარიანტებს. ტონიერბული და ნამდვილი შევარდენის თვალის ერთმანეთისგან გარჩევა მარტივია. ნამდვილ შევარდენის თვალს ბევრად დამჯდარი და მუქი ფერი აქვს, შეღებილი ვარიანტი კი ყოველთვის უფრო კაშკაშა და არაბუნებრივ ფერშია.

საბადოები

როგორც ვეფხვის თვალის ასევე შევარდენის თვალის მოპოვება საკმაოდ ბევრ ლოკაციაზეა შესაძლებელი, ორი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი გახლავთ ტაილანდი და აფრიკა. ასევე ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, ინდოეთი, კორეა, ბურმა, ნამიბია ესპანეთი და ა.შ.შ.

თვისებები

ეზოთერიკოსების თქმით, შევარდენის თვალს ხშირად იყენებენ მედიტაციის დროს, რადგანაც ის ადამიანს კონცენტრაციის მოკრებაში ეხმარება, სწორედ ამ დატვირთვის გამო, მას ხშირად ნახავთ სტუდენტების, მასწავლებლების, პროფესორების, მკვლევარების, მეცნიერებისა და კრეატიული ადამიანების ხელში.

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ვეფხვისა და შევარდენის თვალს მსგავსი თვისებები აქვთ, ერთი განსხვავებით: ვეფხვის თვალი ასოცირდება მზის წნულის ჩაკრასთან, შევარდენის თვალი კი ყელისა და ფუძის ჩაკრებთან, ამიტომაც შევარდენის თვალი არის კომუნიკაციისა და კონცენტრაციის ქვა.

ამბობენ, რომ შევარდენის თვალი ემოციური და ფიზიკური ბალანსის ქვაცაა, რომელიც მფლობელს სტრესის, ნერვიულობის, მოუსვენრობისა და ფორიაქის დაძლევაში ეხმარება.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ შევარდენის თვალი კარგია მეტაბოლიზმის დაბალანსებისთვის, მხედველობის პრობლემებისას, სხვადასხვა ანთებების პროფილაქტიკისთვის და ავადმყოფობის გადატანის შემდეგი რეაბილიტაციისთვის.

ზოდიაქოს ნიშნები – ასტროლოგების თქმით, სხვა ქვებთან მონაცვლეობით შევარდენის თვალის ტარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. განსაკუთრებით უხდება მშვილდოსანს და თხის რქას.

ჩაკრები – ყელის ჩაკრა (ვიშუდჰა) და ფუძის ჩაკრა (მულადჰარა)

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *