გროსულარი – გროსულარიტი

ქიმიური ფორმულა – Ca3Al2(SiO4)3
სიმაგრე – 6,5, 7.
ფერი – ყავისფერი, მოსტაფილოსფრო, სტაფილოსფერი, მომწვანო.

გროსულარი ძოწის (გრანატების) ჯგუფის ყველაზე მრავალფეროვანი წარმომადგენელია. ხშირად გროსულარი მხოლოდ მოყავისფრო ფერის ჰგონიათ, რეალურად მას ყავს საკმაოდ პოპულარული ვარიაციები, როგორიცაა ცავორიტი და ჰესონიტი.

საბადოები

გროსულარის უმეტესობა მოიპოვება კენიასა და ტანზანიაში, ასევე უხვი საბადოებით გამოირჩევა იტალია, ციმბირი, აშშ და კანადა.

თვისებები

ზოგადად მიიჩნევა, რომ გროსულარის დატვირთვა მისი ფერის მიხედვით განისაზღვრება, მაგალითად წითელ ჰესონიტს და მწვანე ცავორიტს საკმაოდ განსხვავებული აღწერა აქვთ. მიუხედავად ამისა ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ამ ქვებს აქვთ საერთო თვისებებიც.
როგორც ამბობენ გროსულარი იმედის, შემართების, ფინანსების, ბარაქისა და წარმატების მომტანი კრისტალია. ეზოთერიკოსების თქმით გროსულარი განსაკუთრებულად კარგად მოქმედებს ბიზნესმენებზე, კრეატიულ ადამიანებზე, მკვლევარებსა და მეცნიერებზე.

Photo by – Finemineralphotography

სამკურნალო თვისებები

თანამედროვე ლიტოთერაპევტები გროსულარის სხვადასხვა ფერის ქვებს განსხვავებული დანიშნულებებით იყენებენ, მაგალითად ჰესონიტი ადამიანის ტონუსის ასამაღლებლადაა კარგი, ცავორიტი კი ამშვიდებს და აწონასწორებს მფლობელის ნერვულ სისტემას.
ამბობენ, რომ ზოგადად გროსულარი, (ფერის მიუხედავად) გამოიყენება მეტაბოლიზმისა და ორგანიზმში სითხის ცირკულაციის გასაუმჯობესებლად.

ჰოროსკოპი

ასტროლოგების თქმით გროსულარი, როგორც ყველა სხვა ძოწის სახეობა მერწყულის ქვაა, მაგრამ მისი ტარება სხვა ნიშნებსაც შეუძლიათ.

ჩაკრები

სხვადასხვა ფერის მიხედვით გროსულარი სხვადასხვა ჩაკრასთან ასოცირდება. მწვანე – გულის ჩაკრა, წითელი – პირველი და მეორე ჩაკრა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *