აზურიტი

ქიმიური ფორმულა – Cu3(CO3) 2(OH)2
სიმაგრე – 3.4 – 4
ფერი – ლურჯი, ცისფერი

აზურიტს სახელი სპარსული სიტყვიდან (ლაჟვარდი) დაერქვა, რაც განსხვავებულ, კაშკაშა ლურჯ ფერს ნიშნავს. აზურიტი საკმაოდ რბილი ქვაა, ამიტომაც სამკაულში მისი გამოყენება შედარებით შეზღუდულია. აზურიტი ხშირად ლაზურიტში ეშლებათ, მაგრამ, ამ ორი ქვის გარჩევა მარტივად შეგიძლიათ, აზურიტს არ აქვს პირიტის და სპილენძის კაშკაშა ჩანართები.

აზურიტის პირველი საბადო საფრანგეთში  იპოვეს. თავიდან მას იყენებდნენ როგორც ინდუსტრიალურ ქვას. შუა საუკუნეებში მისი მეშვეობით ქსოვილებსაც კი ღებავდნენ.


საბადოები

აზურიტის პოვნა საკმაოდ ბევრ ადგილასაა შესაძლებელი, მაგრამ მათგან ყველაზე დიდი მომწოდებლები არიზონა, ნიუმექსიკო, ნამიბია, კონგო, მაროკო, საფრანგეთი და ავსტრალია არიან.

თვისებები

ძველ ჩინეთში აზურიტს სამოთხის ქვას ეძახდნენ, მათ მიაჩნდათ, რომ აზურიტს ზეციური კარის გაღება შეეძლო. მაიას ტომები ამ ქვას შთაგონებისა და მიზნების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ბერძნები აზურიტს სამკურნალოდ იყენებდნენ, ხოლო ინდიელებისთვის ის წინაპრებთან დამაკავშირებელ ქვად ითვლებოდა.

თანამედროვე ეზოთერიკოსები აზურიტს სიზმრების გაუმჯობესებისა და მედიტაციისთვის იყენებენ. ამბობენ, რომ აზურიტი წმენდს ყელის ჩაკრას, ამიტომაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ორატორებსა და მომღერლებში.

როგორც ამბობენ, აზურიტი ადამიანს სწავლაში და ახალი ტალანტების აღმოჩენაში ეხმარება. კარგია მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ამბობენ, რომ აძლიერებს კონცენტრაციას, ფოკუსირების უნარსა და მეხსიერებას.

სამკურნალო თვისებები

თანამედროვე ლიტოთერაპევტებში აზურიტი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას ხშირად იყენებენ ხერხემლის, უფრო კონკრეტულად ხერხემლის მალების პრობლემებისას. ასევე ამბობენ, რომ კარგია ართრიტისა და ზოგადად სახსრების პრობლემებისას. გამოიყენება თირკმელების, ნაღვლის ბუშტის, ელენთის და ღვიძლის დაავადებებისას.

ასოცირდება ყელის ჩაკრასთან – ვიშუდჰა.

აზურ-მალაქიტი

აზურიტი მალაქიტზე იშვიათ და უფრო ძვირადღირებულ ქვად მიიჩნევა, მიუხედავად ამისა მათ შეერთებებს ხშირად შევხვდებით, ამ მოვლენას აზურ-მალაქიტი ქვია.

ტრადიციულად, ეს ქვა წარმოადგენს დედამიწას, სიმშვიდეს, ბუნებას, ის არამხოლოდ ამ ორი ქვის დამოუკიდებელ ენერგიას, არამედ მათ გაერთიანებულ თვისებებსაც ატარებს. აზურმალაქიტს ხშირად მესამე თვალის გასაწმენდად იყენებენ. როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ აზურ-მალაქიტი ასუფთავებს ქვეცნობიერს, დალექილი უარყოფითი აზრებისგან.

ასოცირდება გულის და ყელის ჩაკრასთან.