აკვამარინი

ქიმიური ფორმულა – Al2Be3Si6O18
სიმაგრე – 7.5 – 8
ფერი – ცისფერი

აკვამაინი ბერილის მომწვანო-მოცისფრო ნაირსახეობაა. ბერილის ჯგუფში შემავალი ქვები ცნობილია მათში ქრომის მინარევების სიმდიდრით და გამორჩეულად მდიდარი ფერით.

სიტყვა „აკვამარინი“ ძველი ლათინური თაგმანიდან ზღვის წყალს ნიშნავს.

აკვამარინის რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს. მათ შორის ყველაზე ძვირდღიებული, გამჭირვალე აკვამარინია. ასევე ასებობს ჩანართებიანი და გაუმჭირვალე ვარიაციები, რომელთა ფასიც შედარებით დაბალია. ამიტომაც, ხშირად გამოუცდელი მყიდველი იბნევა, რადგანაც უმეტესად აკვამარინზე საუბრობენ, როგორც გამჭირვალე ქვაზე. მიუხედავად ამისა, დაბურული, ნახევრად გამჭირვალე, ნატურალური აკვამარინი ისევე გამოირჩევა სილამაზით როგორც გამჭირვალე. მომხმარებელში საკმაოდ პოპულარული ქვაა.

საბადოები

აკვამაინის მთავარი მომწოდებელი ბრაზილიაა. მისი მოპოვება ასევე ავსტრალიაში, ბურმაში, ინდოეთში, კენიაში, მადაგასკარში, მოზამბიკში, ნამიბიაში, ნიგერიაში, პაკისტანში, ზამიბიასა და ზიმბაბვეში ხდება.

თვისებები

ძველად, სხვადასხვა კულტურებში სჯეროდათ, რომ აკვამაინს ოკეანის ენერგია ქონდა, რითიც ის მფლობელს ბუნებასთან დაახლოებაში ეხმარებოდა. უძველეს დროში მეზღვაურებს აკვამარინი მუდამ თან დაქონდათ, რათა მათი მოგზაურობა და თავგადასავლები უსაფრთხო ყოფილიყო. იმასაც ამბობენ, რომ აკვამარინი, შტორმის მოახლოებისას ფერს იცვლიდა.

უიშვიათესი, აკვამარინის დაუმუშავებელი კრისტალი

მიიჩნევა, რომ აკვამარინის დახმარებით ადამიანს შეუძლია დაძლიოს კომპლექსები და თავისუფლად გამოთქვას აზრები. ამ ულამაზეს ცისფერ ქვას, კონცენტრაციის გასაძლიერებლადაც იყენებენ. ეზოთერიკოსების თქმით, კარგია სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისა და ნებისმიერი ადამიანისთვის ვისაც საქმეზე კონცენტრირება სჭირდება.

ამბობენ, რომ აკვამარინი ამშვიდებს ზედმეტად კრიტიკულ და განკიცხვის მოყვარულ ადამიანებს.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთეაპევტები აკვამაინს ყელის დაავადებების, მათშორის ფარისებრი ჯირკვლის სწორად მუშაობისთვის იყენებენ. ასევე გამოიყენება ღვიძლის პრობლემებისას. ამბობენ, რომ კარგია ალერგიული ადამიანებისთვის.

ჩაკრები

ასოცირდება მეხუთე ჩაკრასთანვიშუდჰა