ბისმუტი

ქიმიური ფორმულა – Bi
სიმაგრე – 2, 2.5.
ფერი – ვერცხლისფერი – ფერადი

დღეს, ერთ ულამაზეს კრისტალზე უნდა გესაუბროთ. დარწმუნებული ვარ არაერთხელ გინახავთ ეს კრისტალი სხვადასხვა ჩამონათვალებში, როგორიცაა „მსოფლიოს ულამაზესი მინერალები“ “საოცარი კრისტალები„ და ა.შ. სიტყვა კრისტალმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, ბისმუტი (ბისმუთი) რეალურად მეტალია.

„აღინიშნება სიმბოლოთი Bi, მენდელეევის პერიოდული სისტემის მე-15 ჯგუფის, მეექვსე პერიოდის ელემენტი. მოვერცხლისფრო-მოწითალო შეფერილობის მძიმე ლითონი, ატომური ნომრით 83.“ – http://www.chemistry.ge/

ლათინურიდან თარგმანში მისი სახელი „თეთრ მასას“ ნიშნავს, ნორმალურ პირობებში ბისმუტი ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა მეტალია.

ბისმუთი, ერთერთი ულამაზესი და სახლის პირობებში ყველაზე მარტივად გასაზრდელი კრისტალია. „ბისმუტის არტისტები“ სახლის პირობებში ულამაზეს შედეგებს იღებენ, მსგავსი ექსპერიმენტების ჩასატარებლად, სულ ცოტა ქიმიის ცოდნაა საჭირო.

სიმართლე გითხრათ, მე პირადად, ჯერ არ ჩამიტარებია მსგავსი ექსპერიმენტები, მაგრამ ამ ულამაზეს დაკრისტალებულ მეტალს რომ ვუყურებ, არ არის გამორიცხული ახლო მომავალში ესეც ვცადო 😀

საბადოები

ნატურალური სახით ბისმუტი ყველაზე დიდი რაოდენობით ბოლივიაში მოიპოვება.

თვისებები

კრისტალური წყობის გამო მიიჩნევა, რომ ბისმუტს მეტალისა და კრისტალის შერწყმული, საინტერესო დატვირთვა აქვს. ეზოთერიკოსების აზრით, ბისმუტის კრისტალი არის ენერგიის წყარო, რომელსაც ადამიანის ცხოვრებაში მიზანმიმართულება, ნებისყოფა, წინსვლის სურვილი და შემართება მოაქვს.

მიიჩნევა, რომ ცისარტყელა ბისმუტი მფლობელს ეხმარება მოულოდნელი ცვლილებები მარტივად გადალახოს და არ შეიქმნას დამატებითი პრობლემები, სტრესი და დაბრკოლებები.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები ბისმუტის კრისტალს მძიმე ტკივილების დროს იყენებენ, როგორიცაა თავის ტკივილი, თვალების, სახსრების, სხვადასხვა ორგანოების და ა.შ. ზოგადად მკურნალებში მიიჩნევა, რომ ბისმუტს დამამშვიდებელი და გამაყუჩებელი ეფექტი აქვს.

ჰოროსკოპი

ასტროლოგების აზრით ბისმუტი საუკეთესოა მერწყულებისთვის.

ჩაკრები

ასოცირდება ყველა ჩაკრასთან, განსაკუთრებით პირველ და მეშვიდე ჩაკრებთან.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *