ბორნიტი

ქიმიური ფორმულა – Cu5FeS4
სიმაგრე – 3
ფერი – ფერადი, მეტალიკი.

ბორნიტს ხშირად ურევენ აურა კარცში, რაც საკმაოდ დიდი შეცდომაა, რადგანაც ბორნიტი ნატურალური ქვაა, აურა კვარცი კი არის კვარცის ან აქატის მინერალი, რომელიც შემდგომ, ხელოვნურად, სხვადასხვა მეტალითაა დაფარული. (აურა კვარცის ლინკი)
ბორნიტი სპილენძისა და რკინის სულფიდია სხვანაირად ასევე ეძახიან სპილენძის ჭრელ მადანს ან ფარშევანგის მადანს.

საბადოები

ბორნიტის უმეტესობას მოიპოვებენ აშშ-ში, ჩილესა და პერუში.

თვისებები

ეზოთერიკოსები ბორნიტს მხიარულ ქვასაც ეძახიან, რადგანაც მიიჩნევა, რომ ამ მინერალს ადამიანის ცხოვრებაში ხალისის, ბედნიერებისა და სიხარულის მოტანა შეუძლია. როგორც ამბობენ ბორნიტს შეუძლია ადამიანის აყვავება, მისი კრეატიული ნიჭის წინ წამოწევა და განწყობის დადებითი მიმართულებით ტრანსფორმირება.
ეზოთერიკოსების თქმით ბორნიტი განაკუთრებით კარგია კრეატიული და ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანებისთვის, თუმცაღა ამბობენ, რომ ამ ქვას ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების გაფერადებაც შეუძლია.

Photo by – Tanzai_Taiwan

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები ბორნიტს მაღალი სიცხის, სხვადასხვა ტკივილების, შიშებისა და პანიკური შეტევების დროს იყენებენ.

ჰოროსკოპი

ბორნიტი კირჩხიბების ქვაა, თუმცა ასტროლოგების თქმით მისი გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ჩაკრები

ბორნიტი ასოცირდება ფუძის, მზის წნულის და ყელის ჩაკრებთან – მულადჰარა, მანიპურა, ვიშუდჰა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *