ჩაროიტი

ქიმიური ფორმულა – (K,Na)5(Ca,Ba,Sr)8[Si6O16(OH/Si12O30] 4H2O – (K(Ca;Na)2Si4O10(OH;F)·H2O)[3]
სიმაგრე – 4.5 – 5
ფერი – იასამნისფერი,იისფერი, ნაცრისფერი.

ჩაროიტი საკმაოდ რთული შემადგენლობის ქვაა. პირველად ის 1940 წელს იქნა აღმოჩენილი, მაგრამ ოფიციალურად 1978 წელს მოხდა მისი აღწერა, ამიტომაც გემოლოგები და მინეროლოგები ჩაროიტს შედარებით ახალ ქვად მიიჩნევენ. ჩაროიტი გამოირჩევა განსაკუთრებულად კაშკაშა ფერით და ნახატებით.

საბადოები

გეოლოგების თქმით ჩაროიტი ნელ-ნელა უფრო და უფრო რთულად საპოვნელი ქვა ხდება. ის პირველად ჩინეთში აღმოაჩინეს და ამჟამად სერბეთში მოიპოვება. ფერის სიუხვით, განთქმულია რუსული ჩაროიტი.

თვისებები

ეზოთერიკოსები ჩაროიტს ტრანსფორმაციის ქვას ეძახიან, ამბობენ, რომ მას ენერგეტიკის გარდაქმნა შეუძლია. მიიჩნევა, რომ ის ინსპარაციისა და კრეატიულობის ქვაა, რომელიც ადამიანს სულიერად გაზრდაში დაეხმარება. ჩაროიტი გამოუვალი სიტუაციებიდან თავის დაღწევაშიც უწყობს ადამიანს ხელს. ჩაროიტს ხშირად სწორად ხედვის ქვას ეძახიან, რომელიც თვითშეფასებას აძლიერებს. მიიჩნევა, რომ ის მფლობელს ცხოვრებაში შინაგან ძალასა და სიმამაცეს მოუტანს.

სამკურნალო თვისებები

ჩაროიტი ლიტოთერაპევტების მიერ ზოგადად ორგანიზმის გასაჯანსაღებლად გამოიყენება. ამბობენ, რომ თუ ადამიანმა რაიმე სახის ავადმყოფობა ან ოპერაცია გადაიტანა, ჩაროიტი იმუნიტეტს სწრაფად აღდგენაში შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მიიჩნევა რომ ჩაროიტი კარგია ღვიძლის პრობლემებისას, გულისა და თვალების დაავადებებისას და ასევე ნერვული პრობლემების დროს.

ჩაკრები

ჩაროიტი ასოცირდება მესამე თვალთან – აჯნა.