ცოიზიტი – ანიოლიტი – ცოიზიტი ლალით

ქიმიური ფორმულა – Ca2Al3(Sio4)3(OH)
სიმაგრე – 6.5 – 7
ფერი – მწვანე, მოწითალო, შავი ჩანართებით.

მინერალი ცოიზიტი პირველად 1805 წელს, მინერალებით მოვაჭრე, საიმონ პრესერნმა ავსტრალიაში აღმოაჩინა. მან ეს უცხო ქვა სლოვაკელ მინეროლოგ ზიგმუნდ ზოისს მიუტანა, რომელმაც ქვას „საუალპიტი“ დაარქვა, შემდეგ მინერალს სახელი აღმომჩენის საპატივცემულოდ გადაერქვა. თავიდან ამ აღმოჩენისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ, მაგრამ როდესაც 1967 წელს ცოიზიტის ნაირსახეობა, უიშვიათესი ტანზანიტი აღმოაჩინეს, ამ ქვისადმი მეტი ინტერესი გამოჩნდა. ცოიზიტის ოჯახში სამი მინერალი შედის: ტანზანიტი, ტულიტი და ანიოლიტი.

ანიოლიტი ორი მინერალის, ნატურალური კომბინაციაა. მას ასევე იცნობენ სახელით: “ლალი ცოიზიტში” და “ტანგნიკა არტსტოუნი”. ცოიზიტი ლალით, პირველად ტანზანიაში აღმოაჩინეს, მისი აღმომჩენის სახელი ტომ ბლევინსია, რომელსაც ეგონა, რომ ლალის საბადო იპოვა, მაგრამ მოგვიანებით ცოიზიტის ჩანართების გამო მინერალს ორი ქვის სახელი დაერქვა. ცოიზიტის ფერი და სიმკვრივე შეიძლება განსხვავებული იყოს, როგორიცაა მუქი ან ღია მწვანე, ხოლო ლალი ღია ვარდისფრიდან მუქ წითლამდე მერყეობს.

საბადოები

ცოიზიტის და მისი ნაირსახეობების მომწოდებლები არიან: ტანზანია, აშშ, ნორვეგია, რუსეთი, პაკისტანი, ნამიბია, ავსტრია, ჩინეთი და ჩეხეთი.

თვისებები

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ლალიან ცოიზიტს მთელი ორგანიზმის ენერგიით შევსება შეუძლია. აძლიერებს ადამიანის მიზანმიმართულობასა და თვითშეასებას. მიიჩნევა, რომ ადამიანის ცხოვრებაში სიხარულს და თბილ ემოციებს იზიდავს. მწვანე ცოიზიტს იღბალის ქვას ეძახიან. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ამ ორი მინერალის დატვირთვა როგორც ცალცალკე, ასევე ერთად განსაკუთრებულ შენაერთს ქმნის, რაც კარგია ადამიანის ემოციებისთვის.

ითვლება, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია ოჯახური ურთიერთობების გამოსწორება, სიყვარულის პოვნა და სხვადასხვა დამალული ნიჭის აღმოჩენა. ეზოთერიკოსების თქმით ეს ქვა ადამიანს მოჰგვრის სიმშვიდეს და შემატებს ცხოვრებისთვის საჭირო ენერგიას. ითვლება, რომ ცოიზიტი კრეატიულ ადამიანებზე კარგად მოქმედებს. ზოგადად ლალიანი ცოიზიტი სიყვარულის, სიხარულის და აყვავების ქვაა.

სამკურნალო თვისებები

ფიზიკური კუთხით, ლიტოთერაპევტები ლალიან ცოიზიტს გულის პრობლემების დროს იყენებენ. ამბობენ, რომ კარგია ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად, ასევე სისხლისა და ლიმფის ცირკულაციისთვის.

ჩაკრები

ასოცირდება გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.