დიოფსიდი

ქიმიური ფორმულა – MgCaSi2O6
სიმაგრე – 5,5 – 6,5.
ფერი – მწვანეს გრადაციები.

ქრომ დიოფსიდი პიროქსენის ჯგუფის წარმომადგენელი, ულამაზესი მწვანე ფორმის კრისტალი გახლავთ, რომელიც გამოიყენება მოჭრილი, გაპრიალებული თვალის სახით. დიოფსიდის ფერის გამოსაჩენად ქვებს უმეტესად პატარა ზომებში ჭრიან, დაახლოებით 2 კარატამდე. დიოფსიდი ბაზარზე გავრცელებული ქვა არ გახლავთ. ხშირ შემთხვევაში ამ კრისტალის სამკაულში გამოყენებას ერიდებიან მისი სიმაგრის გამო. მიუხედავად ამისა, დიოფსიდის კაშკაშა მწვანე ფერს დიდად აფასებენ კოლექციონერები, იშვიათად გამოცდილი ხელისნებიც ამზადებენ მისგან სამკაულს.

დიოფსიდი – ასტერიზმი და კატის თვალი.

დიოფსიდი იმ იშვიათი ქვების წარმომადგენელია, რომელსაც წვრილი, ნემსისებრი ჩანართების გამო აქვს კატის თვალის ან ასტერიზმის ეფექტის მქონე ნაირსახეობები.

საბადოები

მაღალი ხარისხის დიოფსიდის უმეტესობა რუსეთში, ციმბირში მოიპოვება. მისი ნახვა მსოფლიოს სხვა ლოკაციებზეცაა შესაძლებელი – კანადა, ბურმა, ავსტრალია ბრაზილია და ა.შ.

თვისებები

ეზოთერიკოსები დიოფსიდს შერიგებისა და პატიების ქვას ეძახიან. მიიჩნევა, რომ დიოფსიდს ადამიანის სენსიტიური მხარის გაღვიძება შეუძლია, ამიტომაც მას ხშირად ჩუქნიან უხეშ, ცივ, ჩაკეტილ და ჯიუტ ადამიანებს.
როგორც ამბობენ დიოფსიდი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი ქვაა. განსაკუთრებულად უხდებათ ადამიანებს, ვისაც ცხოვრებაში მიზნისა და ადგილის პოვნა უჭირთ.

Photo by – Geologicgallery

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები დიოფსიდს იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად, სისხლის ცირკულაციისთვის, ავადმყოფობის გადატანის შემდეგ, სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად და ტონუსის ასამაღლებლად იყენებენ.

ჰოროსკოპი

ასტროლოგების თქმით დიოფსიდის ქვა განსაკუთრებით უხდებათ თევზებს, ტყუპებს და ქალწულს.

ჩაკრები

დიოფსიდი ასოცირდება გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *