გალაქსიტი

ქიმიური ფორმულა – Mn2+Al2O4
სიმაგრე – 7, 7,5.
ფერი – მუქი ნაცრისფერი, შავი, მუქი ყავისფრი, ბრჭყვიალა.

გალაქსიტი იზომეტრიული მინერალია, რომელიც შპინელის კრისტალების ჯგუფში შედის.
ალბათ იფიქრებთ, რომ ამ კაშკაშა ქვას სახელი გალაქსიტი ჩვენი ვარსკვლავებით მოფენილი გალაქტიკის გამო დაერქვა, სნამდვილეში გალაქსიტის სახელი ამერიკის შტატ ვირჯინიიდან მოდის, სადაც ულამაზესი ყვავილი სახელად “Galax urceolata” ხარობს.
ხშირად გალაქსიტის ნაცვლად სიყვარულის ქვას შეხვდებით ბაზარზე, არ მოტყუვდეთ, კარგად დააკვირდით ქვას, გალაქსიტს სიყვარულის ხელოვნურ ქვასთან შედარებით ბევრად უფრო მკრალად ციმციმებს.

საბადოები

გალაქსიტის ყველაზე დიდი მომწოდებელი ამერიკის შეერთებული შტატებია.

თვისებები

გალაქსიტი სულიერ ქვად მიიჩნევა. ეზოთერიკოსების თქმით მედიტაციისას მისი გამოყენება კონცენტრაციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პრაქტიკოსები ამბობენ, რომ გალაქსიტის დახმარებით შესაძლებელია სიმშვიდის, წონასწორობისა და ჰარმონიის მოპოვება. მიიჩნევა, რომ გალაქსიტის ქვა ადამიანს საკუთარ სულიერ და კრეატიულ სამყაროსთან აკავშირებს.

Photo by – Thecrystalarium

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები გალაქსიტს უმეტესად ნერვული სისტემისთვის იყენებენ, მათი თქმით ეს კაშკაშა ქვა განერვიულებულ, დაკომპლექსებულ, შიშებითა და ფობიებით შეპყრობილ ადამიანებს ეხმარება.

ზოდიაქო

ასტროლოგების თქმით, გალაქსიტის ტარება ნებისმიერ ნიშანს შეუძლია.

ჩაკრები

გალაქსიტი ასოცირდება ფუძისა და გვირგვინის ჩაკრებთან – მულადჰარა – საჰასრარა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *