ჰოვლიტი

ქიმიური ფორმულა: Ca2B5SiO9
სიმაგრე : 3.5
ფერი – თეთრი, შავი ჩანართებით.

ჰოვლიტს სახელი ჰენრი ჰოვ-ის საპატივცემულოდ დაერქვა, რომელმაც ეს მინერალი 1868 წელს ახალ შოტლანდიაში (კანადა) აღმოაჩინა. თავად ჰენრი კანადელი ქიმიკოსი, მინეროლოგი და გეოლოგი იყო.

ჰოვლიტს ხშირად თეთრ ფირუზს უწოდებენ, რაც მცდარი ინფორმაციაა, ეს ორი ქვა ერთმანეთთან კავშირში არ არის. მისი შავი მატრიცისა და თეთრი ფერის გამო, ჰოვლიტის დაფერვა და ფირუზის იმიტაციის დამზადება ხშირი შემთხვევაა. ეს იმიტომ ხდება, რომ ფირუზი გაცილებით ძვირიანი ქვაა და მისი მოპოვება პრობლემატურია. ამას გარდა ჰოვლიტისგან ხშირად “ამზადებენ” ლაზურიტს და ე.წ მარჯანს.

საბადოები

ჰოვლიტის ყველაზე დიდი ნაწილი აშშ-ში მოიპოვება. მისი ნახვა ასევე შესაძლებელია თურქეთში, გერმანიაში, მექსიკაში და რუსეთში.

თვისებები

ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, რომ ჰოვლიტს უძლიერესი დამამშვიდებელი გავლენა აქვს. ადამიანს ეხმარება სტრესისა და აგრესიის დაძლევაში, მოაქვს სიმშვიდე და რელაქსაცია. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ჰოვლიტი ადამიანებს ეხმარება თავის წარმოჩენაში და ამაღლებს თვითშეფასებას.

როგორც ამბობენ, პატარა ჰოვლიტის თან ტარებისას,მფლობელი შეძლებს თავიდან აიცილოს სხვების მოჭარბებული ბრაზი და ნეგატიური დამოკიდებულება. როგორც ამბობენ აძლიერებს კრეატიულობას და თვითგამოხატვის უნარს. მიიჩნევა, რომ ჰოვლიტი კარგია რაიმეზე კონცენტრირებისას, განსაკუთრებით მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ჰოვლიტი უპრეტენზიო ქვაა და მისი ტარება ყველას შეუძლია.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები ჰოვლიტს იყენებენ სხვადასხვა ტკივილის შესამსუბუქებლად და უძილობის დასაძლევად. მიიჩნევა, რომ ორგანიზმში კალცის ბალანსს აღადგენს, ამაგრებს ძვლებს, კბილებს, თმას და ფრჩხილებს. ეხმარება სტრესსთან დაკავშირებული დაავადებების განკურნებას.

ჩაკრები

ჰოვლიტი ასოცირდება გვირგვინის ჩაკრასთან – საჰასრარა.