იოლიტი

ქიმიური ფორმულა – Mg2Al3[AlSi5O18]
სიმაგრე – 7 – 7.5
ფერი – იისფერი

პირველად , იოლიტის ყველაზე დიდი საბადო 1996 წელს, ვაიომინგში (აშშ) აღმოაჩინა ამერიკელმა გეოლოგმა ვ. დან ჰაუსალმა. დღესდღეობით იოლიტის ყველაზედიდი ზომის კრისტალი 24,000 კარატიანია. სახელი იოლიტი მოდის ბერძნული სიტყვა “ios”-იდან, რაც იისფერს ნიშნავს. იოლიტს სხვანაირად „წყლის საფირონსაცსაც“ ეძახიან.

საბადოები

მისი მოპოვება მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შესაძლებელი, მაგრამ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ინდოეთში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კანადაში, მადაგასკარში, ბურმაში, ნამიბიაში, ტანზანიაში და აშშ-ში მოიპოვება.

თვისებები

ეზოთერიკოსების აზრით, იოლიტი საოცარი ქვაა მედიტაციისა და ასტრალური მოგზაურობისთვის. ამბობენ, რომ ის მფლობელს ეხმარება სულიერ ზრდაში.

ასევე ამბობენ, რომ იოლიტი კარგი ქვაა ურთიერთობების ასაწყობად. ადამიანს უღვიძებს ცნობისმოყვარეობას, რაც მას ახალი სფეროების აღმოჩენაში ეხმარება.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტების თქმით, იოლიტი ადამიანებს მიდრეკილებებისა და მავნე ჩვევების მოცილებაში ეხმარება, როგორიცაა ალკოჰოლი და სიგარეტი. მას ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვისაც იყენებენ.

ჩაკრები

ასოცირდება მესამე თვალთან და გვირგვინის ჩაკრასთან.