მორიონი – შავი კვარცი

ქიმიური ფორმულა SiO2
სიმაგრე – 7.0
ფერი – მუქი ყავისფერი – შავი

მორიონი არის კვარცის მინერალების ჯგუფის შავი ფერის სახეობა, ის ხშირად ერევათ კვამლიან კვარცში, მაგრამ მათი განსხვავება მარტივად შეიძლება. კვამლიანი კვარცი უმეტეს შემთხვეგვაში გამჭირვალე, ყავისფერი ფერისაა, ხოლო მორიონი თითქმის გაუმჭირვალე – შავი.

საბადოები

მორიონს მოიპოვებენ რუსეთში, უკრაინაში, აშშ-ში, კანადაში და ბრაზილიაში.

თვისებები

შუა საუკუნეებში მორიონი მაგების, კუდიანების, გრძნეულებისა და ჯადოქრების ქვად მიიჩნეოდა. გარდა ამისა, ძველ დროში მორიონს გარდაცვლილებს ატანდნენ, რადგანაც მიაჩნდათ, რომ მიცვალებულის სული მორიონის დახმარებით მარადისეულ სიმშვიდეს მოიპოვებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მორიონი კვარცის ჯგუფის წევრია, ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი ცალკე შენახვა და ტარება ჯობს.
პრაქტიკულ ეზოთერიკაში მორიონს უძლიერეს დამცავ ქვად თვლიან.

სამკურნალო თვისებები

ხალხურ მედიცინაში მიიჩნევა, რომ მორიონი კარგად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და გულსისხლძარღვთა დაავადებებზე. ასევე კარგია სახსრებისა და ძვლებისთვის. მიუხედავად მისი სამკურნალო თვისებებისა, ლიტოთერაპევტები არ გვირჩევენ ამ ქვის თვითნებურად გამოყენებას.

ჰოროსკოპი

მორიონი მორიელებისა და თხის რქების ქვაა, მაგრამ როგორც ამბობენ მისი ხშირი ტარება არცერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის არაა მიზანშეწონილი.

ჩაკრები

ასოცირდება ფუძის ჩაკრასთან – მულადჰარა

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *