პრენიტი

ქიმიური ფორმულა: Ca2Al(AlSi3O10)(OH)2
სიმაგრე – 6 – 6.5
ფერი – მწვანე, სალათისფერი, ყვითელი

პრენიტი პირველი ქვაა, რომელსაც ადამიანის საპატივცემულოდ დაერქვა სახელი და ასევე პირველი ქვაა რომელიც სამხრეთ აფრიკიდან გახდა პოპულარული. ამჟამად სამხრეთ აფრიკა სხვადასხვა ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომწოდებელია. პრენიტი პირველად 1788 წელს დაახასიათეს. მას სახელი აღმომჩენის, კოლონელ ჰენდრიკ ვონ პრენის საპატივცემულოდ დაერქვა. სულ ცოტა ხნის წინ, პრენიტი უიშვიათეს ქვად ითვლებოდა, მაგრამ ახალი საბადოების აღმოჩენამ ის ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. პრენიტს ჩანართების გამო ხშირად ეძახიან მწვანე თმიან კვარცს, რაც არასწორი ინფორმაციაა. პრენიტი არ არის კვარცის ნაირსახეობა.

პრენიტის ფერი უმეტესად მწვანეა, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს მოყვითალო, გამჭირვალე ვარიანტებიც.

საბადოები

პრენიტის მოიპოვებენ აფრიკაში, ავსტრალიაში, კანადაში, ჩინეთში, გერმანიაში, შოტლანდიაში, საფრანგეთსა და ა.შ.შ-ში.

თვისებები

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, მისი ერთი ნატეხის ქონაც კი სასარგებლოა, რადგანაც ის ადამიანს ქვეცნობიერის გააქტიურებაში ეხმარება და ყოველდღიურ საფრთცეს თავიდან აცილებს. ეზოთერიკულ სამყაროში პრენიტის ქვას ვიზუალიზაციისთვის საუკეთესო დამხმარედ მიიჩნევენ, რაც ღრმა მედიტაციისთვისაც გამოგადგებათ.

ამბობენ, რომ პრენიტს ადამიანის ცხოვრებაში სიყვარულის მოტანაც შეუძლია, რადგანაც გულის ჩაკრა, ანაჰატასთან ასოცირდება. ამბობენ, რომ ეს ქვა მფლობელს პიროვნულად გაზრდასა და საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარება.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები მიიჩნევენ, რომ სტრესითა და დაღლილობით შეწუხებულ ადამიანებს პრენიტის ქვა განსაკუთრებით უხდებათ. რაც შეეხება ჯანმრთელობის საკითხს, ითვლება, რომ ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, წესრიგში მოჰყავს მეტაბოლიზმი და ასტაბილურებს სისხლის წნევას.

პრენიტს ლიტოთერაპევტები, ხშირად დიაგნოსტიკისთვის იყენებენ. პრაქტიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი გაწმენდა თვეში ერთხელ აუცილებელია. შიგადაშიგ შეიძლება მისი სახლის მცენარეზე ან მიწაზე დატოვება. პრენიტის დამუხტვა შესაძლებელია ვარდისფერი კვარცისა და მთის ბროლის მეშვეობით.

ჩაკრები

პრენიტი ასოცირდება მეხუთე, გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.

.