ქრიზოლიტი

ქიმიური ფორმულა – (Mg,Fe)2SiO4
სიმაგრე – 6.5 – 7
ფერი – მწვანე, მოყვითალო.

ქრიზოლიტი მინერალ ოლივინის მწვანე ნაირსახეობაა. ძალიან ხშირად მას ოლივინსაც ეძახიან. ქრიზოლიტი უნიკალურ მინერალთა ჯგუფში შედის, რომელთა ნახვაც მხოლოდ ერთ ფერშია შესაძლებელი, მიუხედავად ამისა ქრიზოლიტი შეიძლება ღია მოყვითალო მწვანედან მუქ მოყავისფრო მწვანე გრადაციებში შეგხვდეთ. 

საბადოები

დღესდღეობით ქრიზოლიტის ყველაზე დიდი მომწოდებელი პაკისტანია. მისი ნახვა ასევე შესაძლებელია ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, მექსიკაში, ნორვეგიაში, ტანზანიასა და აშშ-ში. სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთში ქრიზოლიტის ერთ-ერთი უდიდესი საბადო იქნა აღმოჩენილი, ამიტომაც ახლო მომავალში შესაძლოა მან პაკისტანსაც გადაუსწროს და ქრიზოლიტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

თვისებები

რადგანაც ქრიზოლიტი მზესთან ასოცირდება, მას დიდად აფასებდნენ ძველ ცივილიზაციებში და ბოროტი ძალების თავიდან ასარიდებლად იყენებდნენ. ეზოთერიკოსები ქრიზოლიტს გამოიყენებენ ადამიანის ცხოვრებისეული ციკლების დასარეგულირებლად, როგორიცაა მენტალური, ემოციური ფაზები, ასევე ინტელექტუალური ზრდა.

მიიჩნევა, რომ ქრიზოლიტს აქვს მეგობრული ენერგია და მას ადამიანის ცხოვრებაში ბარაქა და შემოსავალი მოაქვს. ამბობენ, რომ კარგი ქვაა ურთიერთობების გასამყარებლად და ახალი ადამიანების დასამეგობრებლად.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები ქრიზოლიტს სტრესის, სიბრაზის, სიძულვილის, ეჭვიანობისა და შურის მოსახსნელად იყენებენ. მკურნალები მას იყენებენ ენდოკრინოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ, ეს მინერალი მომნელებელი სისტემის მუშაობასაც უწყობს ხელს.

ჩაკრები

ასოცირდება გულის და მზის წნულის ჩაკრებთან – ანაჰატა, მანიპურა.