მოგესალმებით მეგობრებო, როდესაც მინერალებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახენოთ ჩაკრები! ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, თუ რა არის ჩაკრა? რომელს რა დანიშნულება, ფერი და სახელი აქვს? გადავწყვიტე ამ სტატიაში დეტალებში განვიხილო ყველა ჩაკრა და მათი თვისებები.
სხვადასხვა კულტურებში მიიჩნევა, რომ ჩვენი ორგანიზმი სავეა ენერგეტიკული კვანძებით – ჩაკრებით, მაგრამ არის 7 ყველაზე მძლავრი და მნიშვნელოვანი ჩაკრა. ლიტოთერაპევტები და ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ნებისმიერი მათგანის დაზიანება ან უმოქმედობა იწვევს არა მარტო ფსიქოლოგიურ არამედ ფიზიკურ პრობლემებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. სტატიაში განვიხილავთ შვიდ მთავარ ჩაკრას და მათ ადამიანზე მოქმედებას. მიიჩნევა, რომ ჩაკრების მოქმედება უმეტეს შემთხვევაში სამ საფეხურად იყოფა. არსებობს დაბალანსებული, ზეაქტიური და დასუსტებული მდგომარეობა. სამივე საფეხურს ადამიანზე განსხვავებული მოქმედება აქვს, რა თქმა უნდა მიზანი დაბალანსებული მდგომარეობაა. ზოგადი ცნობით ჩაკრების დაბალანსების რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომლებსაც თითოეული ჩაკრის განხილვაში ავღწერ.
ვიწყებ პირველი ჩაკრით.
ფუძის ჩაკრა – მულადჰარა
პირველი ჩაკრა ყველაზე მნიშვნელოვან კვანძად მიიჩნევა, იმიტომ, რომ ის არის საფუძველი. როგორც ამბობენ, მულადჰარა ადამიანს აკავშირებს ფიზიკურ სამყაროსა და დედა ბუნებასთან. მდებარეობს ხერხემლის ძირში. ითვლება, რომ მულადჰარა პასუხს აგებს ადამიანის ფიზიკურ ენერგიაზე და აღვიძებს დაცულობის გრძნობას. მკურნალების თქმით, სანამ ადამიანი სხვა ჩაკრებზე გადავა, აუცილებელია მულადჰარას დაბალანსება. თუ ადამიანი შესაბამისად „დამიწებული“ არაა , ის სხვა ენერგეტიკულ კვანძებზე წარმატებით მუშაობას ვერ შეძლებს.
დაბალანსებული მულადჰარა
ადამიანი თავს იგრძნობს დაცულად, აღარ აქვს სხვადასხვა შიშები, ყოველდღიურობა სასიამმომვნო და შედეგიანი იქნება. არ შეგაწუხებთ ეჭვები სამყაროში თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. ნებისმიერი საქმეს, რომელსაც ადამიანი დაიწყებს წარმატებამდე მიიყვანს, იქნება ეს ბიზნესი თუ პირადი ურთიერთობები. ადამიანი იქნება ჰარმონიაში სამყაროსთან.
ზეაქტიური მულადჰარა
ამ დროს ადამიანი გრძნობს გამუდმებულ სიბრაზეს, ყველაფერი თავს აბეზრებს, აქვს ხალხისა და მოვლენების მიმართ აგრესია, სიძუნწე და ადამიანების გაკონტროლების მოთხოვნილება მძაფრდება. ადამიანი ხდება სხვადასხვა პირებსა თუ გარემოებზე დამოკიდებული, და ვერ ეგუება ცვლილებებს.
დასუსტებული მულადჰარა
ამ შემთხვევაში ადამიანი თავს გრძნობს ეულად, ვერ ეგუება საკუთარ სხეულსა და გარეგნობას. ვერ ახერხებს კონცენტრირებასა და საკუთარი ქმედებების გაკონტროლებას. ადამიანს აქვს უმოქმედობის და უენერგიობის გამუდმებული გრძნობა, შესაძლებელი დეპრესია და სუიციდალური აზრები.
დაუბალანსებელი მულადჰარას ფიზიკური სიმფტომები: სხეულის წონის მატება/კლება, ცუდი იმუნური სისტემა, დეპრესია, სიზარმაცე, ანემია.
მულადჰარას განკურნება
როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, არსებობს რადმდენიმე გზა, იმისთვის, რომ მულადჰარა ამუშავდეს. ძიების შემდეგ მათ შორის ყველაზე ცნობილ ვარიანტებს მივაგენი და მინდა გაგიზიაროთ.
ქოლოროთერაპია
ფუძის ჩაკრა ასოცირდება წითელ ფერთან, თუ ადამიანი დაანთებს წითელ სანთელს, მასზე ფოკუსირდება და ვიზუალიზაციის მეთოდით წარმოიდგენს წითლად განათებულ მულადჰარას ეს მას ფუძის ჩაკრის გააქტიურებაში დაეხმარება.
კრისტალოთერაპია
პირველ ჩაკრას ააქტიურებს ჰელიოტროპი, ობსიდიანი, შავი ტურმალინი, ჰემატიტი, მუქი წითელი სარდიონი, (სერდოლიკი) წითელი იასპი, მუქი ძოწი, მუქი სარდონიქსი, ონიქსი, შავი ან მუქი ფერის მქონე აქატი, ამონიტი, გიშერი და კვამლიანი კვარცი.
ბუნება
მულადჰარას ელემენტი მიწაა, უბრალოდ ბუნებაში გასვლა, ხეებისა და გარემოს ხმით დატკბობა, ბალახთან შეხება და ხის ქვეშ მიწაზე დაჯდომა დაგეხმარებათ დედამიწის ენერგიის შეთვისებაში.
ხმის თერაპია
მულადჰარაზე როგორც საწყის ჩაკრაზე განსაკუთრებით მოქმედებს ნოტი დო (C).
მეორე ჩაკრა – სვადიშტანა
უწოდებენ ჭიპის, საკრალურ, საიდუმლო ჩაკრას. სვადიშტანა სანსკრიტში ნიშნავს „მე-ს“ საცხოვრებელს. მიიჩნევა, რომ ეს ჩაკრა მართავს ადამიანის ფიზიკურ გამომჟღავნებას, კრეატიულობისა და შემოქმედებითი უნარს, მისი ბალანსი განსაზღვრავს თუ როგორ ვხედავთ თავს ფიზიკურ სამყაროში. სვადიშტანა საშუალებას გვაძლევს განვიცადოთ ნამდვილი მისწრაფებები და სამყარო მის სრულ ფერებში აღვიქვათ. მიიჩნევა, რომ მეორე ჩაკრა მართავს თვითშეფასებასა და ურთიერთობას სხვა ადამიანებთან. ის განთავსებულია ჭიპთან.
დაბალანსებული სვადიშტანა
ადამიანის გრძნობები თავისუფალია. შეგიძლიათ გამოხატოთ თავი ყოველგვარი პრობლემის გარეშე! ადამიანს აქვს შესანიშნავი თვითდაჯერებულობა, იცის საკუთერი ძალების შესახებ და მართავს მას, უმკლავდება ნებისმიერ დაბრკოლებას. ადამიანს არ აქვს პრობლემები სექუალური განხრით. უყვარს ცხოვრება და სურს მისი გავლა სრულყოფილად, სავსედ, უამრავი თავგადასავლებითა და ხალისიანი განწყობით.
ზეაქტიური სვადიშტანა
ადამიანი არის ზედმეტად ემოციური, ყველაფრის მიმართ აქვს დაძაბული შეხედულება და მცირე დეტალზეც კი მართავს ისტერიკებს. ადამიანს აქვს არაჯანსაღი დამოკიდებულება სხვადასხვა პიროვნებების მიმართ. მიუხედავად ემოციური ხასიათისა ასეთი ადამიანის გაკონტროლება მარტივია.
დასუსტებული სვადიშტანა
ასეთი ადამიანი შეიძლება განიცდიდეს შიშს იმის მიმართ რაც ანიჭებს სიამოვნებას და იკრძალავდეს ყველაფერს რაც თავს კარგად აგრძნობინებს მას. მცირე კრეატიულობა, სიზარმაცე, ქრონიკული დაღლილობა, მუდმივად ძილისკენ მიდრეკილება.
დაუბალანსებელი სვადიშტანას ფიზიკური სიმპტომები
ქვედა მუცლის გამუდმებული ყრუ ტკივილი, დარღვეული მენსტრუალური ციკლი, პრობლემები თირკლმებზე, რთულ შემთხვევებში უნაყოფობა, კისტა საკვერცხეებზე.
სვადიშტანას დაბალანსების მეთოდები
ქოლოროთერაპია
სვადჰისტანას ჩაკრის ფერი არის სტაფილოსფერი, როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ადამიანს შეუძლია დაანთოს ამ ფერის სანთლები და კონცენტრირდის მასზე, ან მუდმივად იქონიოს თან რაიმე კაშკაშა სტაფილოსფერი, იქნება ეს ფოტო, აქსესუარი თუ უბრალოდ მობილურ ტელეფონზე დაყენებული თემა.
კრისტალოთერაპია
სტაფილოსფერი სარდიონი (სერდოლიკი), ქარვა, სტაფილოსფერი კალციტი, მუქი ციტრინი, მოყვითალო მოსტაფილოსფრო იასპი, მუქი ოქროსფერი ტოპაზი, სტაფილოსფერი მზის ქვა, ძოწის სხვადასხვა სახეობა, სტაფილოსფერი ავანტურინი და ა.შ.
ძოწი სტაფილოსფერი ჰემატიტნარევი ვეფხვის თვალი მუქი ციტრინი ქარვა ფლუორიტი უნაკიტი (მეტი სტაფილოსფრით) ოქროსფერი ტოპაზი სტაფილოსფერი სელენიტი სარდიონი სტაფილოსფერი ჟადეიტი მზის ქვა სტაფილოსფერი კალციტი სტაფილოსფერი ავანტურინი
ბუნება
სვადიშტანას ელემენტი წყალია. მდინარესთან, წყაროსთან ზღვასთან ახლოს ყოფნა, ნაპირთან სეირნობა ან წამოწოლა დაგეხმარებათ ბუნებისგან მიიღოთ ის ენერგია, რომელიც თქვენს ორგანიზმს აკლია.
ხმის თერაპია
სვადიშტანაზე მოქმედებს ნოტი რე (D)
მესამე ჩაკრა – მანიპურა
ასევე ცნობილი როგორც მზის წნულის ჩაკრა. განლაგებულია ჭიპის ზემოთ ნეკნებამდე. როგორც ამბობენ ის არის ადამიანის ენერგიის ცენტრი, რომელიც სასიცოცხლო ძალას მთელს სხეულს აძლევს. მზის წნულის ჩაკრა ნებისყოფის მომცემი წყაროა, ის ენერგია რომლითაც ადამიანი წარმატებას აღწევს, იმატებს თვითდაჯერებულობასა და შრომის უნარიანობას. ის ადამიანის ემოციურ, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აგებს პასუხს. მანიპურა განაგებს მომნელებელ სისტემას.
დაბალანსებული მანიპურა
ადამიანს აქვს სრული კონტროლი მის ემოციებსა და ფიქრებზე, იმპულსები არ იმოქმედებენ მის გადაწყვეტილებებზე. ზუსტად იცის მისი ადგილი და ტკბება ცხოვრებით. ასეთ ადამიანს უყვარს საკუთარი თავი, აფასებს იმ ადამიანებს, რომლებიც მის ცხოვრებაში არიან და ხვდება, რომ ნებისმიერი პიროვნება სამყაროს უნიკალური, განუმეორებელი ნაწილია. მზის წნულის ჩაკრა გასცემს სითბოს სხვების მიმართ და ისინიც იმავე სითბოთი გეპყრობიან თქვენ.
ზეაქტიური მანიპურა
ამ შემთხვევაში ადამიანი ზედმეტად კრიტიკულია. ადვილად ნახულობს ნაკლს სხვა ადამიანებში, არ იღებს ბრალს საკუთარ თავზე. აქვს მუდმივი წარმოდგენა რომ „ყველა დამნაშავეა, მხოლოდ მე ვარ მართალი”. შესაძლებელია ქონდეს ზედმეტად ფეთქებადი ხასიათი, ან ყველაფერი მისი გზით უნდა ხდებოდეს, ან საერთოდ არ უნდა მოხდეს. ესეთიი ადამიანი შესაძლებელია ხშირად გეგმავდეს, მაგრამ არასოდეს ანხორციელებდეს ამ გეგმებს.
დასუსტებული მანიპურა
ამ შემთხვევაში ადამიანს აქვს ეჭვი საკუთარი შესაძლებლობებისა და სხვების მიმართ. ზედმეტად ღელავს იმაზე თუ რას იფიქრებენ მასზე, მუდამ ეჭვი ეპარება საკუთარ სიკარგეზე და ელის როდის ეტყვიან ადამიანები კომპლიმენტს.
დაუბალანსებელი მანიპურას ფიზიკური სიმპტომები
წონის პრობლემები, მომნელებელი სისტემის გაუმართავობა, დიაბეტი, წყლულები, ჰიპოგლიკემია, ართრიტი, ღვიძლის პრობლემები, ანორექსია, ბულემია, რთულ შემთხვევაში სიმსივნეები.
მანიპიურას დაბალანსების მეთოდები
ქოლოროთერაპია
ეს ჩაკრა ასოცირდება ყვითელ ფერთან, როგორც წინა ჩაკრების შემთხვევაში ვთქვით, ყვითელი სანთლები, ნებისმიერი ყვითელი ნივთი, მზესუმზირის ყვავილის ფოტოც კი იქონიებს მანიპურაზე გავლენას.
კრისტალოთერაპია
მოყვითალო იასპები, ვეფხვის თვალი, ციტრინი, ყვითელი ტურმალინი, ყვითელი ტოპაზი, ყვითელი კალციტი, ყვითელი ავანტურინი. ნებისმიერი მოყვითალო ფერის ქვა.
ციტრინი ქრიზოლიტი ქარვა ფლუორიტი ტოპაზი პირიტი კალციტი იასპი იასპი უდაბნოს იასპი ოქროსფერ თმიანი კვარცი ვცეფხვის თვალი ყვითელი აქატი ყვითელი ავანტურინი
ბუნება
მზის წნულის ჩაკრის ელემენტი ცეცხლია. მზეზე სეირნობა, ცეცხლის ყურება ან მასთან ახლოს ყოფნა დიდ გავლენას იქონიებს მანიპურაზე.
ხმის თერაპია: მანიპურაზე მოქმედებს ნოტი მი (E)
მეოთხე ჩაკრა – ანაჰატა
იგივე გულის ჩაკრა, რომელიც სიყვარულის, ბედნიერებისა და სიხარულის წყაროა. ის ასევე გვაგრძნობინებს სევდას, სიბრაზეს, ყველაფერს რაც ემოციებთან არის დაკავშირებული. ამბობენ რომ ანაჰატა ახალგაზრდა და პოზიტიური ენერგიის ჩაკრაა. მისი მიზანია შეგვაყვაროს საკუთარი თავი სანამ შევიყვარებთ სხვებს.
დაბალანსებული ანაჰატა
ადამიანი გრძნობს დიდ სიყვარულს დედამიწის ყოველი ცოცხალი არსების მიმართ. არის კეთილი, მზრუნველი, მხიარული და კომუნიკაბელური. ასეთი ადამიანი არ განსჯის ან გააკრიტიკებს სხვის შეცდომებსა და ქმედებებს. თავთან განმარტოება არ თრგუნავს და ურთიერთობებს შორის პაუზა არ აწუხებს, პირიქით ურჩევნია დაიცადოს და სწორად შეარჩიოს ადამიანი, რომელთანაც სულიერ კავშირს იგრძნობს.
ზეაქტიური ანაჰატა
ასეთ ადამიანს მართავს ნეგატიური ემოციები, სევდა, სიბრაზე, წუხილი, სიძუნწე. უმეტეს შემთხვევაში ვერ განიცდის სიხარულს. შესაძლებელია ადვილად იმართებოდეს თუ ადამიანი გაკიცხავს და შენიშვნას მისცემს. ასეთი ადამიანის სიყვარული არის არჩევადი „მე შეგიყვარებ მაშინ როდესაც შენ გააკეთებ ამას… ან იქნები ესეთი როგორიც მე მინდა…“. შესაძლებელია ადამიანი იყოს იქ, სადაც სულ გასცემს მაგრამ არაფერს იღებს. ადამიანების დაკარგვის შიშით პატიობს ყველაფერს და მათ დანაშაულებსა თუ შეცდომებს იბრალებს საკუთარ თავზე, იქნება ეს ემოციური თუ ფიზიკური კუთხე.
დასუსატებული ანაჰატა
ნებისმიერ საკითხში, ადამიანი არის ნეგატიური, ვერ ინარჩუნებს პოზიტიურ განწყობას. მუდამ გონია რომ არავინ აფასებს, არავის უყვარსდა არავის სჭირდება. არ აქვს სხვების მიმართ ნდობა, ვერ ინარჩუნებს ხანგრძლივ ურთიერთობებს, ყველა ადამიანს აყენებს დისტანციაზე.
დაუბალანსებელი ანაჰატას ფიზიკური სიმპტომები:
გულის ტკივილი, სიხლის შესუსტებული ცირკულაცია, გამუდმებული წნევიანობა. (მაღალი ან დაბალი) უარეს შემთხვევებში გულის შეტევები.
ანაჰატას დაბალანსების მეთოდები
ქოლოროთერაპია
ამ ჩაკრის შემთხვევაში აზრი ორად იყოფა, როგორც ამბობენ ანაჰატა ასოცირდება ორ ფერთან, მწვანე და ვარდისფერი. ასევე ამ ფერების ტარება, სანთლების ან ნებისმიერი დეტალის ქონა მიიჩნევა, რომ დაგეხმარებათ ანაჰატას განკურნებაში.
კრისტალოთერაპია
ვარდისფერი კვარცი, მწვანე ავანტურინი, მწვანე ტურმალინი, როდონიტი, ქრიზოპრაზი, ვარდისფერი აქატი, კუნციტი, როდოქროზიტი. ნებისმიერი მოვარდისფრო მომწვანო ქვა.
ზურმუხტი ვარდისფერი მარჯანი ცავორიტი ცრიზოპრაზი ფლუორიტი მწვანე ტურმალინი როდოქროზიტი როდონიტი ვარდისფერი ოპალი მწვანე ოპალი ნეფრიტ კუნციტი ვარდისფერი კვარცი ვარდისფერი ბრილიანტი მოვარდისფრო – მომწვანო აქატი ავანტურინი
ბუნება
ანაჰატას ელემენტი ჰაერია. ვერანდასა თუ სახლის სახურავზე გრილი ჰაერით დატკბობა ადამიანის გულის ჩაკრას დაეხმარება. ასევე ბუნებაში გასვლა და მწვანე ფერების გარემოცვაში ყოფნა.
ხმის თერაპია:
ანაჰატაზე გავლენას ნოტი სი ახდენს (B)
მეხუთე ჩაკრა – ვიშუდჰა
ცნობილი როგორც ყელის ჩაკრა. ვიშუდჰა ჩვენი საუბრისა და გამოხატვის უნარის ცენტრია, მისი ბალანსი განაგებს თუ რამდენად გულწრფელები ვართ და რამდენად კარგად შეგვიძლია გარშემომყოფებისთვის საკუთარი შინაგანი სამყაროს გადმოცემა. მისი მეშვეობით ვსაუბრობთ, ვიღებთ გადაწყვეტილებებს და აღმოვაჩენთ, რომ რაც არ უნდა მცირე გადაწყვეტილება მივიღოთ მას აუცილებლად ექნება ჩვენს ცხოვრებაზე გავლენა. ანაჰატა იმყოფებ აყელის ძირში. ცნობილია როგორც გასუფთავების ცენტრი, ამ ჩაკრის მეშვეობით ენერგია, აზრები და იდეები ხორციელდება. ვიშუდჰას ბალანსის მეშვეობით განისაზღვრება თუ რამდენად წარმატებული ან წარუმატებელია ჩვენი ქმედებები. დანაშაულის გრძნობა ადვილად „ჭედავს“ ვიშუდჰას, მიიჩნევენ, რომ მისი გაწმენდისთვის აუცილებელია ვთქვათ ის რასაც ვფიქრობთ, რაღაც დონეზე მაინც.
დაბალანსებული ვიშუდჰა:
ამ შემთხვევაში ადამიანს არ აქვს საკუთარი თავის გამოხატვის პრობლემა, არის კრეატიული, დამხმარე და შეუძლია კარგი რჩევის გაცემა, თუ რა თქმა უნდა ამას მისგან ითხოვენ. იცის რა სურს ცხოვრებისგან და მიზნების მისაღწევად ბრძოლის არ ეშინია. აგრეთვე არ ერიდება საკუთარი სისუსტისა და ნაკლოვანებებისთვის თვალში ჩახედვის.
ზეაქტიური ვიშუდჰა
ადამიანი ზედმეტად თავდაჯერებული და თავზე შეყვარებული ხდება. მის გარშემო გარშემო ყველას აკრიტიკებს. შესაძლებელია ხშირად იყენებდეს სიტყვიერ შეურაცჰყოფას. აგრეთვე ყვირის ისეთ დროსაც, როდესაც ეს საჭირო არ არის. არ აძლევს სხვა ადამიანებს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას, აიძულებთ ყველას თავისი სიმართლით იარონ.
დასუსტებული ვიშუდჰა
არ შეუძლია საკუთარი აზრების გამოხატვა. გარშემომყოფები ჩუმ, უცნაურ ადამიანად მიიჩნევენ. არ შეუძლიაიყოთ გულწრფელები საკუთარი თავის მიმართ.
დაუბალანსებელი ვიშუდჰას ფიზიკური სიმპტომები
ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები, მშრალი ყელი, კბილებისა და ყბების პრობლემები, ტონზილიტი, ყურების გამუდმებული პრობლემები, სტომატიტი, სინუსიტი, მხრების ართრიტი, მხრებისა და ხელების ტკივილები, კისრისა და ყელის პრობლემები, სტრესი, ალკოჰოლზე, სიგარეტსა თუ ნარკოტიკზე დამოკიდებულება.
ვიშუდჰას დაბალანსების მეთოდები
ეს ჩაკრა ასოცირდება ცისფერთან. ცით დატკბობა, ცისფერი სანთლები, ნებისმიერი ცისფერი საგანი გაააქტიურებს ვიშუდჰას.
კრისტალოთერაპია
ლაზურიტი, ცისფერი კალციტი, კიანიტი, აკვამარინი, ფირუზი, ამაზონიტი, ქრიზოკოლა, ლარიმარი, ტანზანიტი, ცისფერი ტურმალინი, ცისფერი აქატი სოდალიტი. ნებისმიერი ცისფერი ან ლურჯი ქვა.
საფირონი ტანზანიტი ცირკონი ქალცედონი ფირუზი ტოპაზი სოდალიტი ლაზურიტი კიანიტი კალციტი ცისფერი ბრილიანტი აკვამარინი აპატიტი ამაზონიტი აზურიტი ლურჯი – ცისფერი ავანტურინი
ბუნება
ვიშუდჰას ელემენტი ეთერია, მაგრამ მას ხშირად წყალთანაც აიგივებენ, მიეცით თქვენს თავს საშუალება დატკბეს ცით, ბუნებით და შეითვისოს ეს ენერგია.
მეექვსე ჩაკრა – აჯნა
ასევე ცნობილია როგორც მესამე თვალის ჩაკრა. ეს არის ჩვენი იდეების, მიზნების, ოცნებების ცენტრი.
დაბალანსებული აჯნა
ადამიანი არის ღია შემეცნებისთვის, გაცნობიერებული აქვს, რომ თავადვე არის რეალობის შემქმნელი, აქვს ძლიერი ინტუიცია, მეხსიერება და შეუძლია შეიმეცნოს პრობლემების გარეშე.
ზეაქტიური აჯნა
ამ ემთხვევაში აწუხებს ხშირი თავის ტკივილები, სტრესი. ადამიანებს თავისზე დაბლა აყენებს და მიგაჩნია, რომ ყველაზე მეტი იცის.
დასუსტებული აჯნა
ამ შემთხვვევაში ადამიანს უჭირსსულიერი სამყაროს არსებობის გაგება, აქვს ცუდი მეხსიერება და ინტუიცია. უჭირს რაიმეს შესწავლა და განათლების მიღება.
დაუბალანსებელი აჯნას ფიზიკური სიმპტომები:
მხედველობის პრობლემები, სკლეროზი, უძილობა, თავის ტკივილები, დეპრესია, დამოკიდებულებები, შაკიკი, სმენის პრობლემები, ხერხემლის პრობლემები, პანიკური შეტევები, ჰორმონალური დისბალანსი, უარეს შემთხვევაში ტვინის დაავადებები და სიმსივნე.
აჯნას დაბალანსების მეთოდები
ასოცირდება ინდიგო, იისფერთან, განსაკუთრებით კარგია ამ ფერის ყვავილების სახლში გახარება, ასევე სანთლები და აქსესუარები.
კრისტალოთერაპია
იისფერი ფლურიტი, მუქი ლაზურიტი, ამეთვისტო, აკვამარინი, მთის ბროლი, იოლიტი, აზურიტი, ტანზანიტი, იისფერი ავანტურინი, აზურიტი.
ტანზანიტი ჩაროიტი ფლუორიტი იასამნისფერი ჟადეიტი იოლიტი მუზი ლაზურიტი ამეთვისტო ალექსანდრიტი იისფერი ავანტურინი
ბუნება
აჯნას სინათლესთან აიგივებენ, კარგია მზეში სეირნობა, ცით და მზის ამოსვლა-ჩასვლით ტკბობა, სიმშვიდეში განმარტოვება.
ხმის თერაპია
აჯნას ნოტი არის ლა (A)
მეშვიდე ჩაკრა – საჰასრარა
და აი ისიც ბოლო, მეშვიდე ჩაკრა, საჰასრარა, აგრეთვე უწოდებენ გვირგვინის ჩაკრას. ის განლაგებულია ადამიანის თავზე და როგორც პირველი ჩაკრა, მულადჰარა არის ჩვენი კავშირი დედა ბუნებასთან – საჰასრარა გვაკავშირებს შემქმნელთან, სამყაროსთან.
დაბალანსებული საჰასრარა
ადამიანი არის ბრძენი, ზრუნავს მის სულიერ მესა და სხვა ადამიანების კეთილდღეობაზე.
დასუსტებული საჰასრარა
ამ შემთხვევაში ადამიანი ვერ პოულობს ცხოვრების მიზანს. ყველაფერი უაზრობად მიგაჩნია. აქვს კოორდინაციის პრობლემები, შესამჩნევად მოუქნელია. არ გააჩნია არანაირი სურვილი აღმოაჩინოს საკუთარი შინაგანი მე. პანიკურად ეშინიათ სიკვდილის.
ფიზიკური სიმპტომები
კუნთოვანი სისტემის დაავადებები, ქრონიკული გადაღლილობა, მგრძნობიარეობა სინათლისა და სხვადასხვა ხმების მიმართ.
ქოლოროთერაპია
საჰასრარას ფერია თეთრი, იასამნისფერი, მანათობელი ოქროსფერში გადასული თეთრი.
კრისტალოთერაპია
ამეთვისტო, სელენიტი, მთის ბროლი, მოლდავიტი. ნებისმიერი თეთრი ან მანათობელი ქვა.
ბრილიანტი ჰოვლიტი ცირკონი მთის ბროლი თეთრი ქალცედონი სერაფინიტი სელენიტი თეთრი ჟადეიტი ხავსიანი ოპალი რძის ოპალი მთვარის ქვა კალციტი თმიანი კვარცი ალმასი თეთრი აქატი ამეთვისტო თეთრი ავანტურინი
ესეც ასე მეგობრებო, იმედი მაქვს ეს ინფორმაცია გამოგადგებათ და გაგარკვიეთ ცოტათი მაინც თუ რა არის ჩაკრები. არ მოგერიდოთ კომენტარების დაწერა და ნებისმიერ კითხვაზე შემეხმიანეთ.
სიყვარულით კელისგან <3