საფირონი

ქიმიური ფორმულა – Al2O3
სიმაგრე – 9
ფერი – ლურჯი, ცისფერი, ვარდისფერი, მწვანე, ყვითელი, იისფერი.

საფრონი კორუნდის ვარიაციაა. ის დედამიწაზე სიმკვრივით, ბრილიანტის შემდეგ მეორე ადგილზე დგას. კორუნდი არ არის იშვიათი მინერალის სახეობა, მაგრამ ძვირფასი კორუნდი საკმაოდ ძნელად საშოვნელია.

სახელი საფირონი ბერძნული სიტყვა “safir”-იდან მოდის, რაც თარგმანში ლურჯს ნიშნავს. შუა საუკუნეებში ტერმინით “საფირონი” ლაზურიტს მიმართავდნენ, მაგრამ ადრეულ მე-19 საუკუნეში მას წოდება გადაერქვა.

მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი, საფირონის ყველაზე ცნობილი ფერია, მისი ნახვა სხვა ფერებშიცაა შესაძლებელი. ბუნებაში გვხვდება ნატურალური ყვითელი, მომწვანო, იისფერი და ვარდისფერი საფირონები. იქიდან გამომდინარე, რომ საფირონს ყველა ლურჯ ფერთან აიგივებს, ნებისმიერ სხვა ფერის საფირონს სახელს ფერის მიხედვით აწერენ, მაგალითად: „ყვითელი საფირონი“, „ვარდისფერი საფირონი“.

ვარსკვლავის ეფექტის მქონე საფირონი (ასტერიზმი)

საფირონის ფასი, მისი ფერისა და სისუფთავის მიხედვით განისაზღვრება, არსებობს სხვადასხვა კლასის საფირონი და ფასიც შესაბამისად მერყეობს. იმის გამო, რომ ბუნებაში, ნატურალური ლურჯი საფირი ძალიან ცოტაა, მას ხშირად თერმოდამუშავებით და დასხივებით უძლიერებენ ფერს.

საბადოები

საფირონი მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაზე მოიპოვება. მათ შორის სამი ყველაზე ცნობილი რეგიონი არის: ქაშმირი, ბურმა და შრი-ლანკა. 2007 წელს მადაგასკარმა საფირის მოწოდებაში ლიდერის პოზიცია დაიკავა.

თვსებები

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, თუ ადამიანს სჭირდება გონების გამახვილება, რათა მეტი დისციპლინა შესძინოთ თავს, საფირონი ყოველდღიურად უნდა ატაროს. თვისებების განხრით, არ აქვს მნიშვნელობა, საფირონი მაღალი კლასის იქნება თუ არა, მთავარია ნატურალური იყოს. მას სიბრძნის ქვასაც ეძახიან. ამბობენ, რომ საფირონი ადამიანს კომუნიკაციის და ემოციების გამოხატვის პრობსლემისას ეხმარება. მიიჩნევა, რომ ამ ქვით დეპრესიისა და თვითშეფასების კომპლექსის დაძლევაა შესაძლებელი.

სამკურნალო თვისებები

უძველესი ცნობების მიხედვით, საფირონს საუკუნეების მანძილზე მხედელობის გასაძლიერებლად და თვალის ინფექციების დროს იყენებდნენ. ლიტოთერაპევტების თქმით, ამსუბუქებს თავის ტკივილის და სიცხეს. სხვადასხვა კულტურებში მიაჩნდათ, რომ საფირონის ქვის ბალიშის ქვეშ მოათავსების შემთხვევაში, უძილობა მსუბუქდებოდა.

ჩაკრები

ასოცირდება ყელის ჩაკრასთან – ვიშუდჰა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *