სერპანტინიტი

ქიმიური ფორმულა – (Mg,Fe,Ni,Al,Zn,Mn)₂₋₃ (Si,Al,Fe)₂O₅(OH)₄
სიმაგრე – 3 – 6
ფერი – მომწვანო-მოყვითალო
.

სერპანტინიტს სახელი გველის კანთან მსგავსების გამო დაერქვა. ლათინურიდან თარგმნისას სიტყვა “serpent” გველს ნიშნავს. რუსულად ამ ქვას “змеевик”-ი ქვია.
სერპანტინიტი მეტამორფული ქვაა, რომელიც შედგება ორი ან მეტი მინერალისგან.
სერპანტინიტს ფერისა და სტრუქტურის გამო ხშირად იყენებენ როგორც მოსაპირკეთებელ მასალას.

საბადოები

სერპანტინიტს განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით მოიპოვებენ ავსტრალიაში, რუსეთში, ინგლისში, ინდოეთში, ახალ ზელანდიაში, ცენტრალურ და ჩრდილო კალიფორნიაში.

თვისებები

ეზოთერიკოსების თქმით სერპანტინიტს საკმაოდ ძლიერი და დადებითი ენერგეტიკა გააჩნია. როგორც ამბობენ ამ ქვის დახმარებით ადამიანს შეუძლია ცხოვრების რიტმისა და მიმართულების პოზიტიურისკენ შეცვლა.
სერპანტინიტის ქვას ხშირად აკავშირებენ დედაბუნებასთან, ამიტომაც პრაქტიკოსების თქმით, ამ ქვის ტარება კარგია როცა ადამიანი სწორი გზისა და სიმშვიდის პოვნას ცდილობს.
მიიჩნევა რომ კარგია ფეთქებადი, ნერვიული, ბუტია და ბრაზიანი ხასიათის მქონე ადამიანებისთვის.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტების თქმით, სერპანტინიტი დადებითად მოქმედებს გულსისხლძაღვთა სისტემაზე.

ზოდიაქოს ნიშნები

სერპანტინიტი ასოცირდება ტყუპებთან, მორიელთან, თხის რქასთან და ქალწულის ნიშნებთან. ზოგიერთი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ სერპანტინიტი, მეცმეტე ნიშნის – გველისმჭერის ყველზე მნიშვნელოვანი ქვაა.

ჩაკრები

სერპანტინიტი ასოცირდება ფუძისა და გულის ჩაკრასთან.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *