ტანზანიტი

ქიმიური ფორმულა – Ca2Al2(SiO4)3(OH)
სიმაგრე – 6,5 – 7
ფერი – პლეოხროიკი
, ცისფერი, იისფერი

ტანზანიტი, მინერალების ჯგუფ ცოიზიტის წევრია. ის პირველად 1967 წელს, ჩრდილოეთ ტანზანიაში აღმოაჩინეს. ახალ აღმოჩენილ მინერალს სახელი “Tiffany & Co”-მ, ამერიკულმა პოპულარულმა ბრენდმა დაარქვა, და შემდგომ, მინერალის გაპოპულარულებაშიც დიდი როლი ითამაშა. ბრენდმა ტანზანიტი ელეგანტურობის, მაღალი დონის და სტილის სიმბოლოდ აქცია, ამიტომაც ეს ულამაზესი და იშვიათი მინერალი საკმაოდ ძვირიცაა.
ტანზანიტი პლეოხროიკია, ეს არის ოპტიკური მოვლენა, რომელშიც მინერალები სხვადასხვა ფერს იძენენ. მათი შეცვლილი ფერების ხილვა შესაძლებელია მიკროსოპით.

საბადოები

ტანზანიტის მოპოვება დედამიწაზე მხოლოდ ერთ ლოკაციაზეა შესაძლებელი, ტანზანიაში.

თვისებები

ტანზანიტს ძალიან ხშირად მაგიის ქვასაც ეძახიან. ეზოთერიკოსების თქმით ტანზანიტი უფრო სულიერების ქვაა ანუ ის ადამიანის ინტუიციას და მეექვსე გრძნობას აძლიერებს.
განსაკუთრებით კარგია ვორკოჰოლიკებისთვის, ტანზანიტი მათ ამშვიდებს და დასვენებაში ეხმარება.
როგორც ამბობენ ტანზანიტს მფლობელისთვის წარმატების მოტანა შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ თუ ადამიანი კრეატიული საქმიანობითაა დაკავებული.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ ტანზანიტი კარგია თვალების დაავადებებისთვის და მხედველობის გასაუმჯობესებლად. მას ასევე იყენებენ დასამშვიდებლად და უკეთესი ძილისთვის. ტანზანიტი ხსნის სტრესს, დაღლილობას, სხვადასხვა სახის ტკივილებს, ასტაბილურებს ორგანიზმის წნევას და კარგია ტვინის სწრაფად მუშაობისთვის.

ჰოროსკოპი

მიიჩნევა, რომ ტანზანიტი წყლის ნიშნებისთვისაა კარგი – თევზები, მორიელი და კირჩხიბი. ასევე გამონაკლისია ვერძი.

ჩაკრები

ასოცირდება მეექვსე ჩაკრასთანაჯნა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *