თმიანი კვარცი

ქიმიური ფორმულა – SiO2-TiO2
სიმაგრე – 7
ფერი – გამჭირვალე ოქროსფერი, შავი, წითელი ჩანართებით
.

თმიან კვარცს ოფიციალური დასახელება არ აქვს, მაგრამ ხშირად მას „ვენერას თმებს“ უწოდებენ.

თმიანი კვარცი მართლაც რომ გასაოცარი ქვაა. უმეტეს შემთხვევაში ესაა მთის ბროლი ან კვამლიანი კვარცი რომლებიც ტიტანიუმის დიოქსიდის ხაზებს დაირთავს. ხშირად ჩანართების სახით ტურმალინიც გვხვდება, რასაც რუტილირებულ კვარცს ეძახიან.

თმიანი კვარცის ყველა ქვა განსხვავებული და უნიკალურია, ჩანართები შეიძლება იყოს ოქროსფერი, შავი, წითელი, ყვითელი,  წვრილი, სქელი, სიმეტრიული, არეული და ა.შ.

საბადოები

ამ ტიპის კვარცსს მთელს მსოფლიოში წააწყდებით, მაგრამ უმეტესი რაოდენობა მადაგასკარსა და ბრაზილიაში მოიპოვება. 

თვისებები

მიიჩნევა, რომ როგორც ყველა კვარცი, თმიანიც საკმაოდ ძლიერი ვიბრაციის მქონე ქვაა. ჩანართები კი ამ ენერგიას აძლიერებს და ეს ყველაფერი კარგად მოქმედებს კრეატიულობასა და სხვადასხვა აზრებისა და მიზნების განხორციელებაზე.

ეზოთერიკოსების თქმით, ოქროსფერი თმიანი კვარცი ძალიან ძლიერი ქვაა, მისი დახმარებით ადამიანს მიზნების განხორციელება შეუძლლია, როგორც ამბობენ, ის მფლობელს ცხოვრებაში წინ სწრაფად სვლაში დაეხმარება.

ამბობენ რომ კარგია ენერგიის, თვითდაჯერებულობის, ნებისყოფის მომატებისთვის. მიიჩნევა, რომ თმიანი კვარცი ძლიერი დამცავია, ის გამოიტანს ადამიანში დაგროვილ უარყოფით ენერგიას და მისი მიღებისგანაც დაიცავს მას. ეზოთერიკოსების თქმით, თმიანი კვარცი საკმაოდ მარტივად სატარებელი და დადებითი ქვაა, განსაკუთრებით ქალებს მატებს თავდაჯერებულობასა და შარმს.

სამკურნალო თვისებები

ტრადიციულად მკურნალები ამბობენ, რომ თმიანი კვარცი სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. აძლიერებს იმუნიტეტს, კარგია გადაღლილობისა და ენერგიის უკმარისობის დროს. მკურნალები ამბობენ, რომ თმიანი კვარცსის ტარებისას მთელი ორგანიზმის ენერგია მაღლდება და ადამიანის სხეული ჰარმონიაში მოდის.

ჰოროსკოპი

თანამედროვე ასტროლოგების თქმით, თმიანი კვარცის ტარება ნებისმიერ ნიშანს შეუძლია.

ჩაკრები

მიიჩნევა, რომ ამ ქვით ყველა ჩაკრაზე მუშაობაა შესაძლებელი, მაგრამ განსაკუთრებულად მზის წნულს უხდება.