ქიმიური ფორმულა – Ca3Al2Si3O12
სიმაგრე – 6 – 7,5
ფერი – მწვანეს გრადაციები
ცავორიტი გრანატების (ძოწების) ჯგუფის წევრია. არსებობს ექვსი მთავარი ძოწის ნაირსახეობა, ესენია: პიროპი, ალმანდინი, სპესარტიტი, გროსულარიტი , ანდრადიტი და უვაროვიტი. ამ ექვს ნაირსახეობაში ვერ ნახავთ ძოწის ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე ძვირ და მნიშვნელოვან სახელს ცავორიტს, რადგანაც ეს არ არის გემოლოგიური სახელი.
1967 წელს, აღმოსავლეთ აფრიკაში აღმოაჩინეს ეს ულამაზესი კაშკაშა მწვანე ფერის მინერალი, რომლითაც “Tiffany & Co”-ს (ამერიკული საიუველირო და ძვირფასი ქვების ბრენდი) დირექტორი ჰენრი პლატი დაინტერესდა, რომელმაც კენიის ნაციონალური პარკის “ცავოს” საპატივცემულოდ დაარქვა ამ მინერალს სახელი.
რეალურად ცავორიტი – გროსულარიტის ვარიაციაა, მაგრამ ქრომისა და ვანადიუმის შემცველობის გამო მას საოცრად კაშკაშა, ზურმუხტისებრი მწვანე ფერი აქვს.
ცავორიტი ძალიან იშვიათი მინერალია, ამავდროულად საკმაოდ პოპულარულიც, რაც აისახება მის საბაზრო ღირებულებაზე. ხშირად, მძაფრი ფერის გამო ცავორიტი ზურმუხტში ეშლებათ.
საბადოები
აფრიკა, კონკრეულად კენია და ტანზანია – ცავორიტის ძირითადი მომწოდებელია.
თვისებები
ცავორიტი სიმდიდრის, წარმატების, მიზანმიმართულობის და გაბრწყინების ქვად მიიჩნევა, ამიტომაც ამბობენ, რომ მას ადამიანის ცხოვრებაში ოპტიმიზმი, პოზიტივი და სიხარული მოაქვს.
მიიჩნევა, რომ ცავორიტის დახმარებით ადამიანი ცხოვრებას სხვა, უფრო პოზიტიური თვალით უყურებს, ადვილად პოულობს მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს.
ეზოთერიკოსების თქმით ცავორიტი ადამიანს საკუთარი გზის პოვნაში და მისი წარმატებით გავლაში ეხმარება.
სამკურნალო თვისებები
ლიტოთერაპევტები მიიჩნევენ, რომ ცავორიტი კარგია გულის, სისხლის, ჰორმონალური და მომნელებელი სისტემებისთვის. მას ჭრილობების სწრაფად შეხორცებისთვის იყენებებნ. ამბობენ რომ კარგია ზოგადი ჯანმრთელობისთვის და მყარი იმუნიტეტისთვის.
ჰოროსკოპი
ასტროლოგების თქმით როგორც სხვა გროსულარის ნაირსახეობები, ცავორიტიც არავის არ ვნებს, პირიქით, კარგია ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის, მაგრამ განსაკუთრებით კარგად მოქმედებს თევზებზე, მერწყულებზე და კირჩხიბებზე.
ჩაკრები
ცავორიტი ასოცირდება გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.