როდონიტი

ქიმიური ფორმულა – (Mn2+,Fe2+,Mg,Ca)SiO3
სიმაგრე – 5.5 – 6.5
ფერი – ვარდისფერი, ყავისფერი, ნაცრისფერი, შავი ჩანართებით.

როდონიტის სახელი ბერძნული სიტყვა “rhodon”-იდან მოდის და თარგმანში ვარდს ნიშნავს. როდონიტი ერთადერთი მინერალი არაა, რომელსაც მსგავსი ბერძნული ფუძე აქვს. სიტყვა “rhodon”-იდან მოდის სახელები როდოლიტი და როდოქროზიტი. მიუხედავად იმისა, რომ როდონიტი უმეტესად შავი ხაზებითაა, მას ულამაზესი მოვარდისფრო-მოწითალო ფერი აქვს. ეს მინერალი გაუმჭირვალე სახისაა, მისი გამჭირვალე ვარიაციის  ნახვა თითქმის შეუძლებელია.

საბადოები

როდონიტის მომწოდებლები არიან: ავსტრალია, ფინეთი, იაპონია, კანადა, მადაგასკარი, რუსეთი, შვედეთი, აფრიკა, ტანზანია და აშშ.

თვისებები

როდონიტი ერთ-ერთ უძლიერეს ემოციურ მკურნალად მიიჩნევა. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ როდონიტი ადამიანს სრული პოტენციალის გამოყენებასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება. ის დანიშნულების, მიზნის, თანამშრომლობის, ალტრუიზმისა და ხელგაშლილობის ქვაა.

მიიჩნევა, რომ როდონიტს დატვირთული გრაფიკისა და სტრესით სავსე ცხოვრების შემსუბუქება შეუძლია, ფეთქებადი ხასიათის ადამიანსკი დაამშვიდებს და უფრო ამტანს გახდის. ამბობენ, რომ ის სხვების სიყვარულს გასწავლით. კარგია მოუსვენარი ბავშვებისთვის.

როდონიტი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დამამშვიდებელ ქვად ითვლება, რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც პატარებზე ასევე დიდებზე, გარემოზე და სხვადასხვა სივრცეებზე.

როდონიტი ახალგაზრდა, ამბიციური და მიზანმიმართული ადამიანების ქვაცაა, ის მათ წარმატების და აღიარების მიღწევაში ეხმარება. ამბობენ იმასაც, რომ ხელოვნებით დაკავებულ ადამიანებს როდონიტი სიზარმაცისა და კრეატიული ბლოკების დაძლევაში ეხმარება.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები როდონიტს ენერგიის აღმდგენ ქვად მიიჩნევენ. კარგია იმუნიტეტისთვის, ნერვული სისტემისთვის, ართრიტისთვის, ფილტვებისთვის და ძვლებისთვის.

ჩაკრები

როდონიტი ასოცირდება გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.