ქიმიური ფორმულა – SiO2
სიმაგრე – 7
ფერი – ყავისფერი, მუქი ყავისფერი, ნაცრისფერი.
რაუხტოპაზი, იგივე კვამლიანი კვარცი, შოტლანდიის ნაციონალური და წმინდა ქვაა. ამ ქვას საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ ჩინეთში, შესასუნთქი სამკურნალო ფხვნილის დასამზადებლად. ასევე საკმაოდ პოპულარული იყო ძველ რომაელებში, რომლებიც მისგან გრავირებულ სადაღე ბეჭდებს ამზადებდნენ. ამავე მიზნით მორიონს შუმერებიც იყენებდნენ.
საბადოები
კვამლიანი კვარცის მოპოვება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი რაოდენობა, ბრაზილიაში, მადაგასკარში, ავსტრალიაში, შვედეთში, შოტლანდიაში და აშშ-შია.
თვისებები
ეზოთერიკოსების რწმუნებით, კვამლიანი კვარცი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამცავი და დამამიწებელი ქვაა. ამბობენ, რომ მას ადამიანისთვის როგორც ფიზიკური ისე სულიერი დაცვა მოაქვს. ძალიან კარგია იმ შემთხვევაში თუ ნეგატიურ გარემოში უწევს ადამიანს მუშაობა.
როგორც ფუძის ჩაკრის ქვა, მიიჩნევა, რომ რაუხტოპაზი გადამრჩენ ინსტიქტებს აძლიერებს და ადამიანს მიზნის მიღწევაში ეხმარება. როგორც ამბობენ, ეს ქვა კარგია ოცნებების ასასრულებლად. მიიჩნევა, რომ კვამლიანი კვარცის გამოყენება მფლობელს დაეხმარება ყოველდღიური გადაწყვეტილებების სწორად მიღებაში. გამოასწორებს ხასიათს და ნეგატიურ განწყობას.
როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, კვამლიან კვარცს შეუძლია მფლობელის დაცვა თვალისგან.
სამკურნალო თვისებები
ლიტოთერაპევტები რაუხტოპაზს სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ. განსაკუთრებულად კარგად თირკმელებზე, პანკრეასსა და რეპროდუქციულ ორგანოებზე მოქმედებს. მკურნალები კვამლიან კვარცს ძილის მოწესრიგებისთვისაც მიმართავენ. როგორც ამბობენ, კარგია კოშმარებისთვისა და ჰიპერაქტიულობისთვის.
ჩაკრები
ასოცირდება პირველ, ფუძის ჩაკრასთან – მულადჰარა.