კვარცი

ქიმიური ფორმულა – SiO2
სიმაგრე – 7
ფერი – სხვადასხვა

დედამიაზე კვარცი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული მინერალია. კვარცის ჯგუფში ულამაზესი ფრადი ვარიაციებია გაერთიანებული, როგორიცაა: ამეთვისტო, ავანტურინი, ციტრინი, პრასოლიტი, ვარდისფერი კვარცი, მთის ბროლი, კვამლიანი კვარცი, ვეფხვის თვალი, მორიონი – ასევე ჩანართებიანი კვარცი: თმიანი კვარცი (ტურმალინიზირებული და რუტილირებული) და ლოდოლიტი (ბაღის კვარცი).

სახელი „კვარცი“ გერმანული სიტყვა “კვარციდან” მოდის, რაც თარგმანში „მაგარს“ ნიშნავს.

კვარცის სახეობები ძირითადად ორ ნაწილად იყოფა. ყველა კვარცის ნაირსახეობას აქვს ერთი ფორმულა (SiO2), მაგრამ აქვთ განსხვავებულ კრისტალური კლასები და ფორმირებები. ეს ორი მთავარი ვარიაციაა: მაკროკრისტალინი და ქრიპოკრისტალინი.

მაკროკრისტალინში შედის: ამეთვისტო, ციტრინი, პრასიოლიტი, მთის ბროლი, ვარდისფერი კვარცი, კვამლიანი კვარცი და ვეფხვს თვალი. მაკროკრისტალინი კვარცი ზოგადად არის გამჭირვალე ან ნახევრადგამჭირვალე და დიდი კრისტალების სახით ყალიბდება.

ქრიპოკრისტალინი იმდენად მცირე კრისტალების სახით ყალიბდება, რომ მათი დანახვა მიკროსკოპითაც კი არ არის შესაძლებელი. ქრიპოკრისტალინი მორგანიტთან ერთად ყალიბდება, ესაა პოლიმორფული კვარცი, რომელსაც ქალცედონი ეწოდება. ქალცედონი თავის მხრივ შეიცავს დიდი ნაირსახეობის ქვებს, რგორიცაა: აქატი, ქრიზოპრაზი, ჰელიოტროპი, იასპი და სარდიონი.

კვარცის ქვები ძალიან ლამაზები და მიმზიდველები არიან. ასევე გამძლენი და მაგრები. ზოგიერთი კვარცის სახეობა საკმაოდ იშვიათია, ზოგი კი პირიქით, მთელი დედამიწის მასშტაბით მოიპვება. კვარცს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ და ის დღესაც არ კარგავს პოპულარობას. გარდა იმისა, რომ კვარცი ულამაზესი სასამკაულე ქვაა, ის ინდუსტრიალური ასპექტითაც გამოიყენება, მაგალითად საათებში, მშენებლობაში, ელექტრონული ნაწილების დასამზადებლად და ა.შ.