ქიმიური ფორმულა: CaSO4*2H2O
სიმაგრე – 2 – 2.5
ფერი – თეთრი, სტაფილოსფერი, ყავისფერი, ყვითელი.
სახელწოდება სელენიტი ბერძნულიდან მოდის და მთვარეს ნიშნავს. სელენიტი საკმაოდ რბილი მინერალია, ამიტომაც მისგან სამკაულს ხშირად არ ამზადებენ. სელენიტი მარტივად იწოვს სითხეს, ამიტომაც მისი წლის საშუალებებით გაწმენდა არ შეიძლება. ბუნებაში არსებობს რამდენიმე ფერის სელენიტი, შესაძლებელია იყოს თეთრი, სტაფილოსფერი მონაცრისფრო-ცისფერი, მწვანე, ყავისფერი, ოქროსფერიც კი.
საბადოები
სელენიტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ ბევრ ქვეყანაში მოიპოვება, როგორიცაა: მექსიკა, რუსეთი, მოროკო, საბერძნეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, ავსტრალია და აშშ.
თვისებები
მიიჩნევა, რომ სელენიტი ძალიან სუფთა ქვაა, ის საჰასრარას, გვირგვინის ჩაკრის ქვაა, აქედან გამომდინარე მას ძლიერი ვიბრაციით, სინათლე შემოაქვს ადამიანის ცხოვრებაში. ამბობენ, რომ სელენიტს სახლიდან ნეგატიური ენერგიის გატანა შეუძლია. ეზოთერიკოსების თქმით, თეთრი სელენიტის გამოყენებით შეიძლება დამალული, მიძინებული ნიჭისა და ტალანტების გამოღვიძება.
სამკურნალო თვისებები
ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ სელენიტი ძლიერად მოქმედებს თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭისა და ნაწლავების დაავადებებზე. ამაგრებს ძვლებს. ადამიანს ეხმარება სწრაფად აზროვნებაში. კარგია თავის ტკივილისა და წნევების დროს.
ჩაკრები
სელენიტი ასოცირდება გვირგვინის, მეშვიდე ჩაკრასთან – საჰასრარა.