სარდონიქსი

ქიმიური ფორმულა – SiO2
სიმაგრე – 6.5 – 7
ფერი – სტაფილოსფერი თეთრი ხაზებით

სარდიონი და სარდონიქსი სხვადასხვა ქვაა. სარდონიქსი რეალურად ონიქსის ნაირსახეობაა. ონიქსი როგორც ასეთი არის შავი, თეთრხაზებიანი ქვა, სარდონიქსი კი მოყავისფრო-მოწითალო ქვა ასევე თეთრი ხაზებით. სარდიონსა და სარდონიქსს სახელთა და ფერის მსგავსების გამო ხშირად ურევენ ერთმანეთში.

საბადოები

სარდონიქსის მოპოვება შესაძლებელია ბრაზილიაში, ურუგვაიში, ინდოეთსა და მადაგასკარში.

თვისებები

მიიჩნევა, რომ სარდონიქსის თვისებები ონიქსისას წააგავს, მაგრამ არის საკმაოდ დიდი განსხვავებებიც. როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ეს ულამაზესი ქვა მფლობელს შემატებს ენერგიას და გარშემომყოფი უარყოფითი გავლენისგან დაიცავს მას. მიიჩნევა, რომ საკმაოდ ძლიერი მიწის ენერგიის მატარებელი ქვაა, ცეცხლის ელემენტებით. მას უმეტესად დასამიწებლად და სიძლიერისთვის იყენებენ.

ეზოთერიკოსების აზრით, ონიქსის მიწის და სარდონიქსის ცეცხლის ენერგია ერთ უნიკალურ ქვას ქმნის, რომელიც ბევრის მიღწევაში დაეხმარება მფლობელს, როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად.

ითვლება, რომ კარგი ქვაა ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ბევრი იდეა, მაგრამ მოტივაცისა და ოპტიმიზმის ნაკლებლობა. ამბობენ, რომ სარდონიქსი, ადამიანს დაეხმარება ნაჭუჭიდან გამოსვლასა და საკუთარი თავის აღქმაში.

სამკურნალო თვისებები

სარდონიქსს ძველად მკურნალები ენერგიის გასაძლიერებლად იყენებდნენ, რაც კარგია მეტაბოლიზმისთვის. მიიჩნევა, რომ ის დადებითად მოქმედებს სისხლის ცირკულაციაზე. დაიცავს ფილტვებს, ძვლებს, სისხლს და ზოგადად ადამიანს დაეხმარება ჯანმრთელად ყოფნაში.

ჩაკრები

სარდონიქსი ასოცირდება პირველ და მეორე ჩაკრასთან – მულადჰარა, სვადჰისტანა.