ქიმიური ფორმულა: SiO2
სიმაგრე – 7
ფერი – გამჭირვალე, რძისფერი.
მთის ბროლს ხშირად უბრალოდ კვარცსაც ეძახიან, არადა კვარცი მინერალების ჯგუფის სახელია, მთის ბროლი მისი იმდენად გავრცელებული ვარიანტია, რომ პრაქტიკულად ეს ორი სახელი ერთიდაიგივეა. მაგრამ მთის ბროლი მაინც უფრო გამჭირვალე კვარცზე ითქმის.
საბადოები
მთის ბროლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვება. განსაკუთრებით დიდი საბადოები, ბრაზილიაში, მადაგასკარსა და ამერიკაშია. საქართველოში მთის ბროლს დიდი ხანია იცნობენ. მისი მოპოვება მაღალმთიან რაიონებშია შესაძლებელი.
თვისებები
ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ მისი ვიბრაციის სიხშირეები ადამიანისას ემთხვევა, აქედან გამომდინრე მთის ბროლის ტარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მთის ბროლი გვირგვინის ჩაკრაზე (საჰასრარაზე) მოქმედებს, მაგრამ ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ის ასევე მთელს ორგანიზმსა და ენერგეტიკულ სისტემას წმენდს.
მიიჩნევა, რომ მთის ბროლი ადამიანს დაეხმარება სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნებაში, გააძლიეებს კონცენტრაციასა და მეხსიერებას. ამბობენ, რომ მთის ბროლის ტარებისას ადამიანი ახერხებს სიტყვის თავისუფლად თქმასა და აზრების გამოხატვისას მორიდებულობას აქრობს.
ეზოთერიკოსების თქმით, მთის ბროლის კიდევ ერთი გასაოცარი თვისება სხვა ქვების გაწმენდა / დამუხტვაა. ამბობენ, რომ მთის ბროლის კრისტალის ან კლასტერის ქონა, დაგროვილი ენერგეტიკის გაწმენდას უწყობს ხელს.
სამკურნალო თვისებები
ლიტოთერაპევტების თქმით, მთის ბროლი ხსნის თავის ტკივილებს, უმკლავდება სტრესს, არეგულირებს ორგანიზმის ტემპერატურასა და წნევას. ასევე, ეხმარება უძილობით შეწუხებულ ადამიანებს. მკურნალები მთის ბროლს გაფანტულობისას და დაბნეულობისას იყენებენ. ზოგადად მიიჩნევა, რომ მთის ბროლი აძლიერებს მეხსიერებასა და ინტუიციას.
ჰოროსკოპი
მთის ბროლი უნივერსალური ქვების სიაში შედის, ანუ მისი ტარება ნებისმიერ ნიშანს შეუძლია.
ჩაკრები
ასოცირდება გვირგვინის ჩაკრასთან – საჰასრარა. მაგრამ მოქმედებს ყველა ჩაკრაზე.