ქიმიური ფორმულა – A3B2(SiO4)3
სიმაგრე – 6.5 – 7.5
ფერი – მწვანე, წითელი, ყვითელი, სტაფილოსფერი.
სახელი ძოწი ბროწეულის ფერთან ასოცირდება და ეს მინერალიც უმეტესად სწორედ ამ ფერში მოიპოვება. სახელი “garnet” (ძოწი) მოდის ლათინური სიტყვა “granatum” – იდან, რაც თარგმანში მუქ წითელს ნიშნავს.
წითელი ძოწის შესახებ ინფორმაცია ათასწლეულებს ითვლის. მას ეგვიპტელები როგორც დეკორატიულ ასევე ცერემონიალურ ქვად იყენებდნენ. ანტიკური რომაელები კი, მას დამცავ თილისმად ატარებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ძოწი უმეტესად წითელ ფერში გვხვდება, ის ასევე შეიძლება თითქმის ყველა ფერის იყოს. სულ ახლახანს 1990 წელს მადაგასკარში აღმოაჩინეს ძალიან იშვიათი ცისფერი ძოწი.
ვარიაციები
ძოწი არის მინერალების ჯგუფი, რომელიც დაახლეობით 20 ვარიაციის სახით გვხვდება. მათ შორის ყველაზე მთავარი ექვსია. ესენია: პიროპი – Mg3Al2(SiO4)3, ალმანდინი – Fe3Al2(SiO4)3, სპესარტინი – Mn3Al2(SiO4)3, გროსულარიტი – Ca3Al2(SiO4)3, ანდრადიტი – Ca3Fe2(SiO4)3 და უვაროუვიტი.
საბადოები
ძოწის მოპოვება მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შესაძლებელი. მაგრამ ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: ჩინეთი, მადაგასკარი, აფრიკა, შრილანკა, ბრაზილია, ინდოეთი, ტაილანდი, აშშ, კენია, ნამიბია.
თვისებები
ოდითგანვე მიიჩნეოდა, რომ ძოწი რეგენერაციისა და ენერგიის მომცემი ქვა იყო. ამბობდნენ, რომ მას ადამიანის ენერგიის აღდგენა და მთლიანი ორგანიზმის გამოცოცხლება შეეძლო. ეზოთერიკოსების თქმით ის ასტაბილურებს და აწესრიგებს ადამიანის აზროვნებას. ანტიკურ საბერძნეთში მიაჩნდათ, რომ ძოწი განსაკუთრებულად ძლიერი დამცავი ქვაა თვალის წინააღმდეგ.
ამბობდნენ, რომ მას შეუძლია ადამიანის ოცნებების რეალობად ქცევა, რადგანაც ეს ქვა მფლობელს სწორი გზების პოვნაში ეხმარება. ძველად მიაჩნდათ რომ ნებისმიერი ფერის ძოწი ეხმარება ადამიანს ფინანსების მოზიდვაში, მოტივაციისა და კრეატიულობის აღდგენაში.
სამკურნალო თვისებები
ძოწს ასევე ჯანმრთელობის ქვასაც ეძახიან, ლიტოთერაპევტების თქმით, მისი სამკურნალო თვისებები უმეტესად სისხლსა და გულს უკავშირდება, კარგია ძვლებისთვის, უჯრედების აღსადგენად, იმუნური სისტემისთვის, ფიზიკური სიძლიერისთვის, რეპროდუქციული სისტემებისა და კანისთვის.
ჩაკრები
წითელი ძოწი ასოცირდება ფუძის ჩაკრასთან, მწვანე ძოწი – გულის ჩაკრასთან – ანაჰატა, მოყვითალო ძოწი – მანიპურა.