ქიმიური ფორმულა – MnPO4
სიმაგრე – 4 -5
ფერი – იისფერი, იასამნისფერი.
პურპურიტი საკმაოდ იშვიათი მინერალია. იზრდება მასიური ფორმით (არ იღებს კრისტალურ სახეს). უმეტესად ღრმა იისფერია, მაგრამ ხანდახან შეიძლება მოვარდისფრო, მოწითალო ფერშიც შეგხვდეთ. ამ მინერალს ხშირად ურევენ ჩაროიტსა და სულიგილში. მისი სახელი ლათინური სიტყვა „purpura“-დან მოდის, რაც თარგმანში იისფერს ნიშნავს.
საბადოები
პურპურიტის ყველაზე დიდი საბადოები ავსტრალიაში, საფრანგეთში, ნამიბიაში და აშშ-ში გვხვდება.
თვისებები
პურპურიტი მისი შეფერილობის გამო სუფთა და სულიერ ქვად ითვლება. როგორც თანამედროვე ეზოთერიკოსები ამბობენ ის ამშვიდებს ადამიანს, ხსნის სტრესსა და ბრაზს, ასევე მფლობელის პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს. ამბობენ რომ მისი დახმარებით ადამიანს გაუადვილდება გამართულად საუბარი, სწრაფ ფოკუსირება და საღად აზროვნება.
ზოგადად მიიჩნევა, რომ პურპურიტი ფიქრების, სწორი სიტყვებით გადმოცემაში დაგეხმარებათ, შეგმატებთ თავდაჯერებულობას და საკუთარი მიზნის რწმენას.
სამკურნალო თვისებები
ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ პურპურიტი კარგია სისხლჩაქცევების სწრაფად მოშუშებისთვის, ასევე კარგია გულისა დ აფილტვების მუშაობისთვის. ასტაბილურებს პულსს.
ჰოროსკოპი
პურპურიტი ქალწულების ქვაა. მისი ტარება სხვა ნიშნებსაც შეუძლიათ.
ჩაკრები
ასოცირდება მესამე თვალთან – აჯნას ჩაკრა.