პრასიოლიტი – მწვანე ამეთვისტო

ქიმიური ფორმულა – SiO2
სიმაგრე – 7,0
ფერი – სალათისფერი – მწვანე

პრასიოლიტი არის კვარცის მინერალების ჯგუფის უიშვიათესი გამჭირვალე მწვანე სახეობა, რომელსაც ხშირად მწვანე ამეთვისტოს ეძახიან.

ბუნებაში პრასიოლიტი საკმაოდ იშვიათი რაოდენობით გვხვდება, მისი მაღაროები პრაქტიკულად ამოწურულია, ამიტომაც ამ ქვის უმეტესობა არის ამეთვისტოს თერმულად დამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი, მაგრამ დაფერვის ეს პროცესი ყველა ტიპის ამეთვისტოზე არ მოქმედებს. ყველაზე ხშირად მონტესუმაში (ბრაზილია) მოპოვებული ამეთვისტოს დამუშავების შემდეგ მიიღება ესეთი უცხო მწვანე ფერის მინერალი.

მიუხედავად იმისა, რომ პრასიოლიტი ნატურალური სახით თითქმის არ იშოვება, მისი თერმულად დამუშავებული ვარიანტი მაინც საკმაო პოპულარობით სარგებლობს მომხმარებელში და კვარცის იშვიათ სახეობად ითვლება. პრასიოლიტს, ისევე როგორც ციტრინსა და ამეთვისტოს, დიდხანს მზეზე ყოფნის შემთხვევაში ფერი უღიავდება.

თვისებები

პრასიოლიტი სიყვარულის, სიხარულის, ბედნიერების და ჯანმრთელობის მომტან ქვად მიიჩნევა. ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ პრასიოლიტს ადამიანის ცხოვრებაში სრული თავისუფლების მოტანა შეუძლია. ის ადამიანს პოზიტიური ენერგიითა და სიცოცხლისუნარიანობით ავსებს. ამბობენ, რომ როგორც მწვანე ქვა იზიდავს იღბალს, დღეგრძელობასა და წარმატებას.
მიიჩნევა, რომ პრასიოლიტის ტარება განსაკუთრებით კარგია შემოქმედებითი ადამიანებისთვის, რადგანაც ეს მინერალი აძლიერებს კრეატიულობასა და წარმოსახვის უნარს.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტების თქმით პრასიოლიტი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. კარგია მეხსიერებისთვის, ინტუიციისთვის, სწრაფად აზროვნებისთვის. ასევე ხელს უწყობს გულის სწორად მუშაობას და სისხლის მიმოქცევას.

ჰოროსკოპი

ასტროლოგები ამბობენ, რომ როგორც ამეთვისტო, პრასიოლიტიც განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მერწყულებსა და თევზებზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ტარება ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია.

ჩაკრები

ასოცირდება გულის ჩაკრასთან – ანაჰატა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *