ალექსანდრიტი

ქიმიური ფორმულა – BeAl2O4
სიმაგრე – 8.5
ფერი – პლეოხროიკი
მწვანე, იისფერი, მოყვითალო, მოცისფრო, მოწითალო.

ალექსანდრიტი პირველად რუსეთში ადრე 1800 წლებში ფრანგმა მინეროლოგმა, ნილს გუსტავ ნორდენსკიოლდმა აღმოაჩინა. ალექსანდრიტის სახელის დარქმევის საკითხი, საკამათო თემაა, მას სახელი ალექსანდრ ნიკოლაევიჩის საპატივცემულოდ დაერქვა, რომელიც მოგვიანებით რუსეთის იმპერაორი ალექსანდრ II გახდა.. ნილ გუსტავ ნორდენსკიოლდმა, რადგანაც ალექსანდრიტი ზურმუხტის საბაოში (ურალის რეგიონში, ტოკოვაიას მდინარესთან) იპოვა, თავიდან არც უფიქრია, რომ ახალი მინერალი აღმოაჩინა.

ალექსანდრიტი ქრიზობერილის ნაირსახეობათა შორის ერთ-ერთი უიშვიათესი ქვაა. მიიჩნევა, რომ მისი საბადოები თითქმის დაშრეტილია. ალექსანდრიტის უნიკალური ფერის ცვლილების ეფექტს “ალექსანდრიტის ეფექტი” ჰქვია. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლეოხროიკია. ძალიან ბევრ ადამიანს ვერც კი წარმოუდგენია, თუ რამდენად ძვირფასია ეს ქვა. მისი ხელოვნური იმიტაციაც კი საკმაოდ ძვირი ღირს.

საბადოები

რუსეთი წლების მანძილზე ალექსანდრიტის პირველი მომწოდებელი იყო. მაგრამ ურალის საბადოების მარაგი დიდი ხნის წინათ ამოიწურა. 1987 წელს ალექსანდრიტი ბრაზილიაშიც იქნა აღმოჩენილი. ამის შემდეგ ის ბურმაში, შრი-ლანკაში, ინდოეთსა და მადაგასკარშიც აღმოაჩინეს.

თვისებები

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ალექსანდრიტი აყვავებისა და დღეგრძელობის ქვაა. ის გონებასა და ემოციებს აბალანსებს რითიც მფლობელს სულიერ ზრდაში ეხმარება.

ეზოთერიკულ სამყაროში მიაჩნიათ, რომ რომ ის მფლობელს ამშვიდებს, ამიტომაც კარგია ფეთქებადი ხასიათის ადამიანებისთვის. XIX საუკუნეში ალექსანდრიტს ფიზიკური, ასტრალური და მენტალური სხეულების დასაბალანსებლად იყენებდნენ. ასევე მიიჩნევა, რომ ის კრეატიულ შესაძლებლობებსა და წარმოსახვის უნარს აღვივებს, აძლიერებ ინტუიციას, რაც მფლობელს გამოუვალი სიტუაციებიდან თავის დაღწევაში ეხმარება.

დაუმუშავებელი ამექსანდრიტი

სამკურნალო თვისებები

ალექსანდრიტი რეაგირებს ამინდისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვალებადობაზე. ლიტოთერაპევტების აზრით, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და წმენდს მას. ასევე კარგია სისხლძარღვებისათვის. დადებითად მოქმედებს ელენთასა და პანკრეასზე.

ჩაკრები

ასოცირდება მეშვიდე ჩაკრასთან – საჰასრარა.