აქატი

ქიმიური ფორმულა – SiO2
სიმაგრე – 6.5 – 7
ფერი – სხვადასხვა – ჭრელი

აქატი ქალცედონის ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც თითქმის ყველა ფერში გვხვდება, უმეტესად ზოლებით. მას ფერადოვნებისა და მრავალი სახეობის გამო დედამიწის ცისარტყელასაც ეძახიან.

ოფიციალურად ის ქრისტეს შობამდე III – IV საუკუნეში, იულიუს კეისარის მართველობის დროს, სიცილიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. მისი სახელწოდება „Achetes River“- იდან მოდის (დღეს ამ მდინარეს დირილო ქვია) სადაც ეს მინერალი დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა.

რომაელებს ქვა იმდენად მოეწონათ, რომ მალევე მის გარშემო ქვის საჭრელი დანადგარები და მომპოვებელი საამქროები ააშენეს. რა თქმა უნდა დანადგარებს დირილოს მდინარის დახმარებით ამუშავებდნენ.

გასაოცარი ფაქტი ისაა, რომ ამ საამქროებმა კეისარის შემდგომ 2000 წელი იმუშავეს და მხოლოდ ქვის მარაგის ამოწურვის შემდეგ, 1800 წელს დახურეს ეს ისტორიული საბადო. ამ პერიოდში ბრაზილიის აქატს საკმაოდ ქონდა სახელი განთქმული მისი ხარისხისა და მრავალფეროვნების გამო, ამიტომაც სხვადასხვა ქვეყნებმა ამ ლოკაციიდან დაიწყეს სასურველი ქვის იმპორტი.

ისტორიის განმავლობაში არაერთ მმართველს უყვარდა აქატის ქვა, განსაკუთრებით დედოფალი ვიქტორიის პერიოდია აღსანიშნავი, როდესაც ამ ქვისგან გასაოცარ სამკაულს ამზადებდნენ.

ხავსიანი აქატის ვიქტორიანული პერიოდის საყურეlangantiques.com

აქატი საკმაოდ ახლოსაა ქართულ კულტურასთან. ის ჩვენს სამშობლოშიც მოიპოვება. ცნობილია ათამდე აქატის სამრეწველო საბადო და გამოვლინება, განსაკუთრებით გამოირჩეულია ახალციხის საბადოები – თეძამი და ყაჩაღიანი.

საბადოები

აქატი მთელს მსოფლიოში მოიპოვება, განსაკუთრებულად უხვი საბადოები ბრაზილიაში, ბურმაში, არგენტინაში, ინდოეთში, ავსტრალიასა და აშშ-შია.

სხვადასხვა ლოკაციებზე განსხვავებული აქატები მოიპოვება. ისინი განსხვავდებიან ფერითა და სტრუქტურით.

თვისებები

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, აქატი ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული და უპრეტენზიო ქვაა. ის იცავს მფლობელის სახლს, ურთიერთობებს და ენერგეტიკას. მისი დადებითი თვისებების გამო აქატს ბავშვებისთვის ერთ-ერთ ყველაზე კარგ ქვად მიიჩნევენ.

ეზოთერიკულ სამყაროში აქატის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებად მისი ბალანსის მომტანი ენერგეტიკა მიიჩნევა. როგორც ამბობენ, მას ადამიანის ცხოვრებაში შემართება, მიზანმიმართულობა და სიმამაცე მოაქვს. ძველად აქატს წყალში ათავსებდნენ, რადგანაც მიაჩნდათ, რომ მას წყლის გაწმენდა შეეძლო.

მიიჩნევა, რომ აქატს კრეატიულობისა და ინტელექტის გაძლიერება შეუძლია, ამიტომაც აქატი არტისტებისა და მეცნიერების ქვაა.

გარდა საერთო ენერგეტიკისა, აქატს აქვს ბევრი ფერი და ნაირსახეობები, რომლებიც მიიჩნევა, რომ საკუთარ თვისებებსაც ატარებენ.

ცისფერი აქატი

როგორც ამბობენ, მფლობელს ეხმარება სიმართლის თქმაში და ერთერთი საუკეთესო ქვაა ადამიანის ფეთქებადი ხასიათის დასასტაბილურებლად. ეზოთერიკოსების თქმით, ცხოვრებაში მოაქვს სიხარული, კონცენტრაცია, გამბედაობა და აძლიერებს ნებისყოფას. ლიტოთერაპევტების თქმით აქატი კარგია ნრვულ სისტემისა და სითხის ცირკულაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ცისფერი აქატი ასოცირდება მეხუთე ჩაკრასთან – ვიშუდჰა

შავი აქატი

ეზოთერიკოსების მტკიცებით შავი აქატი განსაკუთრებულად ძლიერი დამცავი ქვაა და დამამშვიდებელი ენერგეტიკაც გააჩნია. როგორც ამბობენ, ის ადამიანს შინაგან სიძლიერეს და მიზანმიმართულობას უძლიერებს. ფიზიკური განხრით შავი აგატი გამოიყენება ძვლებისა და სახსრების პრობლემებისას.

ასოცირდება ფუძის ჩაკრასთანმულადჰარა

მწვანე აქატი

როგორც ამბობენ, მწვანე აქატი ადამიანის ნებისყოფაზე მოქმედებს, მოაქვს იღბალი და ბედნიერება. ძველად მიიჩნევდნენ, რომ მწვანე აქატის მფლობელს ადამიანებში ტყუილისა და სიმართლის მარტივად გარჩევა შეეძლო, ამიტომაც მწვანე აქატის დახმარებით მას ცხოვრებაში სწორი ადამიანების მოზიდვა შეეძლო.

ასოცირდება გულის ჩაკრასთანანაჰატა

ნაცრისფერი აქატი

ნაცრისფერი აქატი ცნობილია, როგორც ბალანსის ქვა. მიიჩნევა, რომ ის გაფანტულ ადამიანებს ამიწებს და გაუწონასწორებელ ენერგიას ასტაბილურებს. ეზოთერიკოსების თქმით, ნაცრისფერი აქატი მფლობელს საკუთარი თავის სიყვარულს ასწავლის, გაუღვიძებს თვითშეფასების გრძნობას და დაეხმარება ცხოვრებაში ადგილი დაიმკვიდროს. აძლიერებს კონცენტრირების უნარს.

გრადაციის მიხედვით, მუქი ფერი ასოცირდება ფუძის ჩაკრასთან – მულადჰარა. ღია ფერები – გვირგვინის ჩაკრასთან – საჰასრარა.

ჭრელი აქატი (ინდური)

ჭრელი აქატი არის ერთერთი ყველაზე გავრცელებული აქატის სახეობა, რომელიც პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს, ამიტომაც მას ბაზარზე ხშირად ეძახიან ინდურ აქატს. ეზოთერიკოსების თქმით ჭრელ აქატს აქვს ზოგადი აქატის დატვირთვა, ანუ არის მშვიდი, დამაბალანსებელი მეგობრული და უპრეტენზიო ქვა.

თეთრი აქატი

ოდითგანვე მიიჩნევა, რომ თეთრი აქატი განსაკუთრებულად სუფთა ენერგეტიკის მატარებელი ქვაა. მას უმეტესად მედიტაციისთვის, ლოცვისთვის და კონცენტრაციისთვის იყენებენ. ამბობენ, რომ თეთრი აგატი ადამიანს კონცენტრაციას და სიმშვიდის გრძნობას უძლიერებს.

ასოცირდება გვირგვინის ჩაკრასთან – საჰასრარა

გიჟმაქმანებიანი აქატი

გიჟმაქმანებიანი, იგივე მაქმანებიანი აქატი შეიძლება ნებისმიერ ფერში შეგგხვდეთ. მიიჩნევა, რომ მაქმანებიანი აქატი, როგორც ყველა სხვა აქატი არის მშვიდი, გაწონასწორებული და მეგობრული ქვა. ხშირად მაქმანებიან აქატს სიცილისა და მხიარულების ქვასაც ეძახიან. მსოფლიოში სახელგანთქმულია მექსიკური მაქმანებიანი აქატი, რომელსაც განსაკუთრებულად ლამაზი სტრუქტურა და კაშკაშა ფერები აქვს.

წითელი აქატი

ეზოთერიკულ სამყაროში წითელი აქატი დამცავ ქვად მიიჩნევა, მფლობელს შრომისმოყვარეობას, გამძლეობას და ნებისყოფას უძლიერებს. როგორც ამბობენ წითელი აქატი ადამიანს სტრესულ სიტუაციებში ეხმარება, რომ კრიტიკულ მომენტში ის იყოს გაწონასწორებული და მშვიდი.

ასოცირდება პირველ და მეორე ჩაკრასთან.

ხშირად წითელ აქატს და სარდიონს ერთმანეთში ურევენ, ფერისა და სტრუქტურის მსგავსების გამო.

ყვითელი აქატი

მიიჩნევა, რომ ყვითელი აქატი აძლიერებს ადამიანის შინაგან შესაძლებლობებს, როგორიცაა: შემართება, სიცოცხლისუნარიანობა, ცხოვრების სიყვარული, თავდაჯერებულობა, კომუნიკაბელურობა და პოზიტიურობა. ფიზიკური განხრით ლიტოთერაპევტები ამბობენ, რომ ყვითელი აქატი კარგია მომნელებელი სისტემისთვის, მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად, კანისთვის და ალერგიების საწინააღმდეგოდ.

ყვითელი აქატი ასოცირდება მზის წნულის ჩაკრასთან – მანიპურა.

ვარდისფერი აქატი

მიიჩნევა, რომ ამშვიდებს ფეთქებად ადამიანს, აღვიძებს მასში ოპტიმიზმსა და მეგობრულობას. ასევე ეხმარება ადამიანს გამოუვალ მდგომარეობებში. ეზოთერიკოსების თქმით, ვარდისფერი აქატი მფლობელს, ახალი ნაბიჯების გადადგმისა და დოგმების დაძლევის ბიძგს უძლიერებს. 

ასოცირდება მეოთხე ჩაკრასთან – ანაჰატა.

ბოცვანის აქატი

ამბობენ, რომ კარგია ემოციური ბალანსისთვის, წონასწოობისთვის და თავდაჯერებულობისთვის. ლიტოთერაპევტები მიიჩნევენ, რომ ბოცვანის აქატი დადებითად მოქმედებს რეპროდუქციული ორგანოებისა და სახსრების დაავადებებისას.

გამოიყენება პირველ მეორე ჩაკრაზე.

ყვავილოვანი აქატი

ყვავილოვანი აქატი შედარებით ახლად აღმოჩენილი აქატის სახეობაა. თანამედროვე ეზოთერიკოსების თქმით მას აქვს ნაზი და ჰარმონიული დატვირთვა, რომელიც ადამიანს ამშვიდებს და აწონასწორებს. ამბობენ, ყვავილოვანი აქატი ატარებს ქალურ, სენსიტიურ ენერგიას. პრაქტიკოსების თქმით მისი დახმარებით ადამიანს შეუძლია მიზნებისკენ მავალი გზა მშვიდად და კომფლიქტების გარეშე გაიაროს.

ბოცვანური იასამნისფერი აქატი

ეზოთერიკოსების თქმით, ეხმარება მფლობელს დაინახოს პრობლემატური საკითხები სხვა ადამიანის თვალით, განსაკუთრებულად კარგია მოზარდებისთვის, რადგანაც ამ ქვის დახმარებით, ისინი ადვილად მოახერხებენ დამალული ნიჭის და სწორი მისწრაფებების აღმოჩენას.

ასოცირდება მეექვსე ჩაკრასთან – აჯნა.

ხის აქატი

მიიჩნევა, რომ მფლობელს უძლიერებს ბუნებასთან კომუნიკაციის უნარს. ამიწებს დაბნეულ ადამიანს. აღვივებს ინტუიციისა და ინტელექტის ზრდას.

გამოიყენება პირველ და მეოთხე ჩაკრაზე.

დრაკონის თვალი აქატი

მიიჩნევა, რომ ადამიანში აძლიერებს ცეცხლის სტიქიას. მფლობელს აძლევს ენერგიას და ახლის ქმნის სურვილს.

გამოიყენება პირველ და მეოორე ჩაკრაზე.

ცეცხლოვანი აქატი

ცეცხლოვანი აქატი ერთ-ერთი უიშვიათესი აქატის სახეობაა. სხვადასხვა შემთხვევებში მესამეზეც. აძლიერებს ნებისყოფასა და სიცოცხლისუნარიანობას. მიიჩნევა, რომ მას მფლობელის ცხოვრებაში მოაქვს სხვადასხვა საინტერესო შესაძლებლობები.

გამოიყენება პირველ და მეორე ჩაკრაზე, სხვადასხვა გრადაციების მიხედვით მესამეზეც.

ხავსიანი აქატი

ტრადიციულად მიიჩნევა, რომ მფლობელს ეხმარება ბუნებასთან კონტატში. მისი ენერგეტიკა წააგავს ხის აქატისას, მაგრამ არის განსხვავებებიც. ამბობენ, რომ არბილებს და ამშვიდებს გაუწონასწორებელ ადამიანებს. ხშირად იყენებენ ინტუიციისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

ასოცირდება პირველ და მეოთხე ჩაკრასთან.

ჩანართებიანი აქატი (პეიზაჟური)

ჩანართებიანი, იგივე პეიზაჟური აქატი უმეტეს შემთხვავაში ნახევრად გამჭირვალეა და აქვს მუქი, წიწვოვანი ჩანართები, რის გამოც დაერქვა სახელი. ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, რომ პეიზაჟური აქატი დამაბალანსებელი, შინაგანი სტაბილურობის, ზრდის, დაღვინებისა და სულიერების ქვაა. პრაქტიკოსების თქმით ჩანართებიანი აქატი ცხოვრების მიზნის მაძიებელი ადამიანებისთვისაა.

შივას თვალი აქატი

ეზოთერიკოსები ამ ქვას ხშირად მიმართავენ ლოცვის ან მედიტაციის გასაძლიერებლად. ასევე კარმული ბლოკების მოსახსნელად, ინტუიციისა და კონცენტრაციის გასაღრმავებლად. 

ასოცირდება მეექვსე ჩაკრასთან.