ალმანდინი

ქიმიური ფორმულა – Fe3Ai2 (Sio4)3
სიმაგრე – 7-7,5
ფერი – წითელი, მოწითალო-ყავისფერი, იისფერი

ალმანდინი ძოწის (გრანატების) ოჯახის წევრია. მისი სახელი მალაიზიის ქალაქ ალაბანდიდან მოდის. ალმანდინის ფერი მოიისფროდან მუქ მოყავისფრო წითლამდე მერყეობს. მისი გამორჩეული სუფთა წითელი ფერი რკინის შემცველობის დამსახურებაა. ამ ფერისა და სისუფთავის ალმანდინი ყველაზე ძვირად ფასობს და ყველაზე იშვიათიცაა.

საბადოები

ბრაზილია, ინდოეთი, მადაგასკარი, შრი-ლანკა, ა.შ.შ, ავსტრია, კანადა, იაპონია, ტანზანია და ზამიბია ალმანდინის მომწოდებელი ქვეყნები არიან, მაგრამ შრი-ლანკა ყველაზე მაღალი ხარისხის ალმანდინის საბადოებითაა ცნობილი.

თვისებები

საუკუნეებია მიიჩნევა, რომ ალმანდინის ქვა დამცავი და ძალის მომცემი თილისმაა. ძველად, ხვადასხვა კულტურებში მიაჩნდათ რომ ის აძლიერებდა ადამიანის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. მისი ღრმა ფერისგან გამომდინარე ალმანდინს სიყვარულის, სიხარულის, ურთიერთობებისა და ენერგიის ქვადაც თვლიან.
ეზოთერიკოსების თქმით ალმანდინი მოგზაურების, ჟურნალისტების, მკვლევარებისა და თავგადასავლების მოყვარული ადამიანების თილისმაა.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტების აზრით ალმანდინი კარგად მოქმედებს სისხლის მიმოქცევასა და გულის მუშაობაზე. მას ხშირად იყენებენ ოპერაციის ან რაიმე გადატანილი ტრავმის განკურნების დასაჩქარებლად. როგორც ამბობენ ალმანდინი არეგულირებს მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს სახისა და ზოგადად კანის ფერს და მფლობელის ორგანიზმი ტონუსში მოჰყავს.

ჰოროსკოპი

ტრადიციულად ძოწის ქვები და განსაკუთრებით წითელი ალმანდინი მერწყულის ნიშნის ქვაა, მაგრამ, თანამედროვე ასტროლოგების მიხედვით – მისი ტარება ასევე მშვილდოსნებს, ლომებს, მორიელებს და ვერძებს შეუძლიათ.

ჩაკრები

ასოცირდება პირველ, ფუძის ჩაკრასთან – მულადჰარა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *