ანდალუსიტი

ქიმიური ფორმულა – Al2Si03
სიმაგრე – 7.5
ფერი – პლეოხროიკი
, ყვითელი, ყავისფერი, მწვანე.

ანდალუსიტი ნაკლებად ცნობილი მინერალია, რომელიც პირველად ესპანეთის ავტონომიურ გაერთიანებაში, ანდალუსიაში აღმოაჩინეს.
ანდალუსიტი ალუმინის სილიკატია და ახლოსაა კიანიტისა და სილიმანიტის შემადგენლობასთან. ისინი ერთიდაიგივე ქიმიური კომპონენტებისგან შედგებიან, მაგრამ განსხვავებული სტრუქტურა აქვთ.
ანდალუსიტი პლეოხროიკია, ამიტომაც სხვადასხვა კუთხიდან შეხედვისას ეს მინერალი იცვლის ფერს.
უმეტეს შემთხვეაში ანდალუსიტი გამჭირვალეა, მაგრამ არსებობს მისი გაუმჭირვალე ნაირსახეობა ხიასტოლიტი, რომელიც საკმაოდ პოპულარული მინერალია.

საბადოები

ანდალუსიტის მთავარი მომწოდებლები არიან: ბრაზილია, ავსტრალია, კანადა, რუსეთი, ესპანეთი, შრი ლანკლა, აშშ და მადაგასკარი.

თვისებები

ანდალუსიტს “ხედვის ქვას” ეძახიან, რადგანაც მიიჩნევა, რომ მას აქვს უნიკალური თვისება, დაეხმაროს მფლობელს სხვადასხვა ადამიანების ამოცნობაში. ამბობენ, რომ ანდალუსიტი კარგია პრობლემის სხვა კუთხით დანახვისთვის ასევე, აძლიერებს ადამიანის მეხსიერებას, კონცენტრაციასა და ინტუიციას.
ეზოთერიკოსების თქმით, მისი კაშკაშა ფერის გამო ანდალუსიტი ადამიანს ენერგიით და შემართებით ავსებს. მიიჩნევა, რომ ის მფლობელის შინაგან მხარეებს აბალანსებს, რაც მას სიტუაციების საღი და ცივი გონებით განსჯაში ეხმარება.
ამ დატვირთვის გამო ანდალუსიტს ხშირად იყენებენ მედიტაციისა და ლოცვის დროს.

სამკურნალო თვისებები

ანდალუსიტი კარგია მომნელებელი სისტემებისთვის, სისხლის ცირკულაციისთვის, დაღლილობისა და უძილობის საწინააღმდეგოდ, მხედველობისთვის, ჰორმონალური დისბალანსისას და ფილტვების პრობლემებისთვის.

ჰოროსკოპი

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ანდალუსიტი კარგია ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის.

ჩაკრები

ასოცირდება მზის წნულის და გულის ჩაკრასთან – მანიპურა, ანაჰატა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *