ამაზონიტი

ქიმიური ფორმულა – KAlSi3O8
სიმაგრე – 6 – 6.5
ფერი – ცისფერი, მწვანე, ნაცრისფერი

ამაზონიტი ასევე ცნობილია როგორც ამაზონის ქვა. მას სამხრეთ ამერიკის მდინარის „ამაზონის“ სახელი დაერქვა. მიუხედავად ამისა მინეროლოგები ამტკიცებენ, რომ ამ მდინარის მიმდებარე ტერიტორიებზე ამაზონიტი არ მოიპოვება.

ამაზონიტის ქვას მისი ფერის გამო ხშირად ნეფრიტში, აკვამარინში, ჟადეიტში და ლარიმარში ურევენ.

ამაზონიტის ქვების უმეტესობას ახასიათებს გამორჩეული თეთრი ხაზები, რაც მსგავსი ფერის მქონე ქვებიდან განსხვავებაში გვეხმარება, კიდევ არსებობს გლუვი ღია ცისფერი ამაზონიტი რომელიც თეთრ ხაზებს არ დაირთავს, ასევე გეცოდინებათ ულამაზესი მრავალფერიანი ამაზონიტი.

საბადოები

ამაზონიტს მოიპოვებენ: რუსეთში, ა.შ.შ-ში (კოლორადო და ვირჯინია) ავსტრალიაში, მადაგასკარსა და ბრაზილიაში.

თვისებები

ამაზონიტს სიმართლისა და სიმამაცის ქვას ეძახიან, როგორც ცისფერი ქვების უმეტესობა ამაზონიტიც კომუნიკაციისა და საუბრის ქვაა კარგია ისეთი ადამიანებისთვის ვისაც ეს ორი პრობლემა აქვთ.

ამაზონიტს ხშირად ურჩევენ ადამიანებს, ვისაც საქმიანობის დროს გამორჩეულად დიდი ენერგიის დახარჯვა უწევთ. ამბობენ, რომ დამღლელი დღის შემდეგ ის ამშვიდებს გონებასა და ნერვულ სისტემას.

ლიტოთერაპევტების თქმით, ცისფერი ამაზონიტი მოქმედებს მეხუთე ჩაკრაზე, ამიტომაც ის თვითგამოხატვის, კომუნიკაციის, კრეატიულობისა და ინტელექტის ქვაა. მიიჩნევა, რომ ამაზონიტი არის სიმშვიდის და სტაბილურობის მომტანი ქვა.

ეზოთერიკოსების თქმით, ეს ქვა შეგიძლიათ აჩუქოთ ისეთ ადამიანს, რომელსაც გაუწონასწორებელი სიბრაზის პრობლემები აქვს. ამაზონიტს ხშირად დიასახლისების ქვას ეძახიან, რადგანაც ის ოჯახურ ურთიერთობებს აძლიერებს.

მრავალფეროვანი ამაზონიტი

მრავალფეროვანი ამაზონიტის ტარების შემთხვევაში, ეზოთერიკოსების მტკიცებით, ფერების მიხედვით ადამიანი სხვადასხვა დატვირთვის კომბინაციას იღებს, მუქი ფერები მოქმედებს პირველ და მეორე ჩაკრაზე, მოყვითალო ფერები მესამე ჩაკრაზე, მოთეთრო-ღია ნაცრისფერი ფერები რეაგირებს მეექვსე მეშვიდე ჩაკრაზე, ამიტომაც მრავალფეროვანი ამაზონიტი მიიჩნევა უნივერსალურ ქვად, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ ატაროს.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები ამაზონიტს ვარიკოზული გაგანიერების დროს იყენებენ. ასევე კარგია თრომბის პროფილაქტიკისთვის. ლიტოთერაპევტები ამაზონიტს ნერვული გადაღლილობის მოხსნისთვის და ენდოკრინოლოგიური პრობლემების დროს იყენებენ.

ჩაკრები

ასოცირდება ყელის ჩაკრასთან – ვიშუდჰა.