სარდიონი – სერდოლიკი – კარნელიანი

ქიმიური ფორმულა – SiO2
სიმაგრე – 6.5 – 7
ფერი – მუქი ყავისფერი, წითელი, სტაფილოსფერი, ყვითელი.

სარდიონი ქალცედონის ნაირსახეობაა. გამოირჩევა მოყავისფრო-მოსტაფილოსფრო ფერით. ეს ქვა ულამაზეს ფერს რკინის შემცველობის დახმარებით იღებს.

სარდიონი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვაა. მისი სახელი 4000 წლის წინანდელ წყაროებშია ნახსენები. სარდიონი ძალიან პოპულარული ქვა იყო და საუკუნეების განმავლობაში ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებდა მას. ქრისტიანულ რელიგიაში სარდიონს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

“იაკობის პირველი ძის – რუბენის – შესატყვისი პატიოსანი თვალი სარდიონი, წმ. ეპიფანეს ცნობით, ბაბილონსა და შუამდინარეთში მოიპოვება. მისი ფერია მეწამული და სახელდება მიღებული აქვს სისხლისფერი სარდიონ-თევზისაგან” – Magticom.ge

საბადოები

სარდიონის ყველაზე დიდი საბადოები ბრაზილიაში, ურუგვაიში, ინდოეთში, მადაგასკარსა და აშშ-შია.

თვისებები

როგორც ვთქვით მას ასწლეულების წინ ანიჭებდნენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, სარდიონს თავდასაცავად ატარებდნენ და სჯეროდათ, რომ ქვა მათ გამძლეობასა და გამტანობას შეჰმატებდათ. სარდიონი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქვაა. თანამედროვე ეზოთერიკოსების აზრით, ის ადამიანს აძლევს სტიმულსა და ძალას, რომ იყოს ლიდერი.

მიიჩნევა, რომ სტაფილოსფერი სარდიონი, შესანიშნავი დამხმარეა რაიმეს შესწავლისას. ეს ქვა უძრავ და უენერგიო ადამიანებს ეხმარება, გახდნენ სიცოცხლითა და სიხარულით სავსე. ითვლება, რომ არის არქიტექტორების, მშენებლების, კონსტრუქციაზე მომუშავეების, სამხედრო პერსონალის, ჟურნალისტების, მწერლებისა და მასწავლებლების ქვა.

ძველად სჯეროდათ, რომ სარდიონს მოაქვს შემოსავალი, ახალი შესაძლებლობები და იღბალი. მას თანამედროვე ეზოთერიკოსები ხშირად იყენებენ სამუშაო გარემოში, რადგანაც ამცირებს თანამშრომლების ზეწოლას და აძლიერებს ადამიანის ამბიციას.

სამკურნალო თვისებები

სარდიონის დახმარებით ძველად ახორცებდნენ ჭრილობებს, ზოგადად მიაჩნდათ, რომ სარდიონი დადებითად მოქმედებს კანის დაავადებებისთვის. ამ ქვას ლიტოთერაპევტები იყენებენ სეფსისის, კბილის ტკივილის, ცუდ მხედველობის, გულის, სისხლძარღვთა და კუჭნაწლავის დაავადებებს დროს.

ჩაკრები

ასოცირდება პირველ და მეორე ჩაკრასთან – მულადჰარა, სვადჰისტანა.