ამეთვისტო

ქიმიური ფორმულა – SiO2
სიმაგრე – 7
ფერი – იისფერი, ღია იასამნისფერი.

ამეთვისტო კვარცის ოჯახიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მინერალია, რომელიც მსხვილკრისტალურ განშტოებას მიეკუთვნება. მის ულამაზეს იისფერს კი ალუმინისა და რკინის მინარევებს უნდა ვუმადლოდეთ, რომელთა გარეშეც ამეთვისტო უბრალოდ გამჭირვალე იქნებოდა.

ბერძნულად, სიტყვა “amethystos” – ფხიზელს ნიშნავს. დღევანდელ დღემდე, ამეთვისტო სიფხიზლის ქვად მიიჩნევა. ამეთვისტოს შეძენა არ გაგიჭირდებათ, ის საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიპოვება და იშვიათად აყალბებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხშირად მინახავს იისფრად დაფერილი შუშები, რომლებიც ამეთვისტოს სახელით იყიდება. გაყალბების ფაქტები სუფთა ამეთვისტოს შეძენის დროს ხდება. ამეთვისტო, როგორც სხვა ძვირფასი ქვები დაყოფილია კლასებათ. მისი გაუმჭირვალე ვარიანტი შედარებით ხელმისაწვდომია, აი გამჭირვალე ამეთვისტოს ფასი გაცილებით ძვირია.

საბადოები

დღესდღეობით ყველაზე დიდი ამეთვისტოს საბადოები ბრაზილიაში მდებაეობს. მას ასევე მოიპოვებენ ბოლივიაში, კანადაში, მექსიკაში, მადაგასკარში, ბურმაში, ნამიბიაში, რუსეთში, შრილანკაში, ა.შ.შ-ში (არიზონა) ურუგვაისა და ზამიბიაში.

თვისებები

საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ეს ქვა ადამიანს ეხმარება დამოკიდებულებებისგან და უარყოფითი მიდრეკილებებისგან განთავისუფლებაში.

ამბობენ, რომ მისი საძინებელში დადება, მფლობელს მშვიდ ძილსა და კარგ სიზმრებს მოუტანს. ეზოთერიკოსების თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამეთვისტოთი ისარგებლოს, ის საკმაოდ ძლიერი დამცავი მაგრამ უპრეტენზიო ქვაა. ზოგადად ამეთვისტოს მიიჩნევენ გონების, კრეატიულობის, სიმშვიდისა და ჰარმონიის ქვად.

სხვადასხვა კულტურებში სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოც იყო.

 

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტების თქმით, ამეთვისტო აძლიერებს მეტაბოლიზმსა და იმუნურ სისტემას. ამბობენ, რომ მას შეუძლია თავის ტკივილის მოხსნა და შაკიკის შემსუბუქება. ტრადიციულად, კარგია დამოკიდებულებების მოსაშოებლად. მიიჩნევა, რომ ამეთვისტო აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კარგია მეტყველების პრობლემებისას.

ჩაკრები

ასოცირდება მეექვსე ჩაკრასთან – აჯნა.