ამონიტი

ქიმიური ფორმულა – (CaCO3)
სიმაგრე – 3,5 – 4
ფერი – ყავისფერი ნაცრისფერი, ფერადი ჩანართებით
.

ამონიტი ჯავშანიანი, უხერხემლოთა კლასი თავფეხიანები მოლუსკი იყო, რომელსაც უმეტესად სპირალისებრი ფორმა ჰქონდა. ამონიტები დინოზავრების დროს ოკეანეებში ბინადრობდნენ, ამჟამად კი მათი ნახვა, ქვად ქცელული სახით არის შესაძლებელი, რომელთა ასაკიც დაახლოებით 250 – 400 მილიონი წელია. ამონიტი ორგანული მინერალების სიაში შედის.

ამ მინერალის დასახელება ძველი ეგვიპტის ღმერთის “ამონის” სახელიდან მოდის, რომელიც ვერძის თავის ფორმით გამოისახებოდა, ამონიტი კი ფორმით მის რქებს წააგავს.

ამოიტის ფერები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი მინერალითაა ნიჟარა გაქვავებული, უმეტეს შემთხვევაში ეს მინერალები კალციტი ან ქალცედონია.

იშვიათად ამონიტის ნიჟარას პირიტი ავსებს, ამ შემთხვევაში ის ოქროსფერია.

ყველაზე იშვიათი, ძვირადღირებული და ულამაზესი სახეობა ამოლიტია, რომელიც ამონიტის გაქვავებული აბჯრის ნარჩენებისგან შედგება. ის ხშირად ოპალში, ლაბრადორსა და სადაფში ერევათ, რადგანაც ძალიან კაშკაშა და ფერადი ქვაა.

საბადოები

ამონიტის ნახვა თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შესაძლებელი, მაგრამ ამოლიტი მხოლოდ კანადაში – ალბერტაში მოიპოვება.

თვისებები

ეზოთერიკოსების თქმით, ამონიტი მეტაფიზიკურ შესაძლებლობესა და კრეატიულობას ააქტიურებს. მიიჩნევა, რომ ის მფლობელს ნეგატიური ენერგიის განდევნაში დაეხმარება, გაუძლიერებს თვითგადარჩენის ინსტიქტს და ნებისყოფას. მიიჩნევა, რომ ამონიტის სახლში ქონის შემთხვევაში ის გაწმენდს გარემოს, მოიტანს ოჯახურ იდილიას, ჯანმრთელობას, მის წევრებს დაახლოვებს ერთმანეთთან, თავიდან ააცილებს კონფლიქტებს და განხეთქილებას.

ამონიტს ხშირად ძილის წინ თავთან დებენ, რადგანაც მიიჩნევა, რომ ის ადამიანს უძილობისას ეხმარება, ხოლო თუ მფლობელი ამონიტს სამუშაო ადგილას იქონიებს ის წარმატების მომტანი იქნება. მისი სპირალისებრი ფორმა განგრძობადობისა და ევოლუციის სიმბოლოა, რაც მფლობელში სიცოცხლის ენერგიას აძლიერებს.

ეზოთერიკოსების თქმით ამონიტი კარგია ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ხშირი შეხება აქვს წყალთან. ასევე კარგია ისტორიკოსებისთვის, გამომძიებლებისთვის, მეცნიერებისთვის, არქეოლოგებისთვის და ზოგადად ისეთი ადამიანებისთვის ვინც ცხოვრებაში მუდმივად რაღაცას ეძებს და შეისწავლის.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტების აზრით ამონიტი კარგია ზოგადი ჯანმრთელობისთვისა და დღეგრძელობისთვის. ის მფლობელს დაეხმარება უძილობისა და ღამის კოშმარების დროს. ასევე მიაჩნიათ, რომ კარგია სისხლის დაავადებების მკურნალობისას, გამოიყენება მეტაბოლიზმის დასარეგულირებლად და უჯრედების რეგენერაციისთვის. ხშირად იყენებენ სუსტი ძვლების, თმების, კანისა და ფრჩხილების სამკურნალოდ.

ჩაკრები

ასოცირდება პირველ და ბოლო ჩაკრასთან – მულადჰარა – საჰასრარა.