აპატიტი

ქიმიური ფორმულა – Ca5(PO4)3(F,OH,CI)
სიმაგრე – 5
ფერი – გამჭირვალე, ყვითელი, ვარდისფერი, მწვანე, ცისფერი, იისფერი.

აპატიტი საკმაოდ გავრცელებული მინერალია, მაგრამ მისი უნაკლო, გამჭირვალე სახეობა ძალიან ძვირი და იშვიათია. აპატიტს უხვი ფერთა გამის გამო ის კოლექციონერების ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვაა.

სიტყვა ‘apatite’ ბერძნულიდან მოდის და მოტყუებას ნიშნავს, რადგანაც აპატიტის ფერის მრავალფეროვნების გამო ის ხშირად სხვა ძვირფას მინერალებში ერეოდათ, მოკლედ რომ ვთქვათ აპატიტის მყიდველები მოტყუებულები რჩებოდნენ.

აპატიტის ფერები

საბადოები

აპატიტის პოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შესაძლებელი, მაგრამ ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: ბრაზილია, კენია, ბურმა, შრი-ლანკა, აფრიკა, მექსიკა, კანადა, ინდოეთი, ნორვეგია და აშშ.

თვისებები

ეზოთერიკოსები აპატიტის ქვას ფიქრთან და იდეებთან აკავშირებენ. მას ხშირად მედიტაციის დროს, ინტელექტის გასაღრმავებლად, წარმოსახვის უნარისა ინტუიციის გასაღვივებლად იყენებენ.

ლიტოთერაპევტების თქმით აპატიტი კონცენტრირებაში, საღად აზროვნებაში, ადვილად კომუნიკაციასა და სწრაფად სწავლაში დაეხმარება მფლობელს. ამბობენ, რომ მას შეუძლია აურის გაწმენდა და სხვა კრისტალების დამუხტვა.

ადამიანისთვის აპატიტის ახლოს ქონაც კი ჰარმონიისა და სიმშვიდის მომტანია, რადგანაც ნათქვამია, რომ ის წუხილსა და ნერვიულობას ხსნის.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები ამბობენ, რომ აპატიტის გამოყენება კარგია ფრჩხილებისთვის, ალერგიისთვის, ართრიტისას, ძვლებისა და თვალების პრობლემებისას, ნერვული სისტემის დასაბალანსებლად და სხეულის წონის გასაკოტროლებლად.

ჩაკრები

ასოცირდება მეხუთე, ყელის ჩაკრასთან – ვიშუდჰა.