ბრილიანტი – ალმასი

ქიმიური ფორმულა – C
სიმკვრივე – 10
ფერი – გამჭირვალე, მოყვითალი, ყავისფერი, ცისფერი, წითელი, ოქროსფერი, შავი.

ბრილიანტი ნახშირბადშემცველი გამჭირვალე ძვირფასი ქვაა, რომელიც დღესდღეისობით დედამიწაზე ყველაზე მტკიცე ნატურალურ სუბსტანციად ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული, თეთრი (გამჭირვალე) ბრილიანტი, ყველაზე პოპულარულია, ყვითელი და მოყავისფრო ბრილიანტი ყველაზე ხშირად მოპოვებადი ნაირსახეობებია.

ბრილიანტს ასევე ცისფერი, ვარდისფერი, წითელი, მწვანე, სტაფილოსფერი და შავი ფერებიც აქვს. მათ შორის ყვლაზე იშვიათი წითელი ბრილიანტია.

ბრილიანტების უმეტესობა ყალიბდება უდიდესი სიმძიმისა და დიდი ტემპერატურის შედეგად. უმეტესად დედამიწის მანტიაში, 140 კილომეტრის სიღრმეზე და მის ჩამოყალიბებას საშუალოდ 1 – 3,3 მილიარდი წელი სჭირდება.

დღევანდელ დღეს ბრილიანტი სიმდიდრის სიმბოლოა. მისი სრულყოფილი სტრუქტურის გამო ბრილიანტს „ძვირფასი ქვების დედოფალს“ უწოდებენ.

იმიტაციები

1999 წლიდან, აშშ-ში ხელოვნური ალმასის ხშირი წარმოება დაიწყეს, მიუხედავად ამისა მათ ბაზარზე ხშირად ვერ ნახავთ, რადგანაც ხელოვნური ბრილიანტის წარმოება საკმაოდ ძვირი ჯდება. იმიტაციის და ნატურალური ბრილიანტის ერთმანეთისგან გარჩევა მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ.

საბადოები

მსოფლიოს ბრილიანტების ნახევარი მაინც სამხრეთ აფრიკაშია მოპოვებული. დანარჩენი მომწოდებლები არიან რუსეთი, ბოცვანა, კონგო, ანგოლა, ნამიბია, ავსტრალია, ბრაზილია, ინდოეთი და კანადა.

თვისებები

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ბრილიანტი სინათლის ქვაა და მისი მაღალი სიხშირის ენერგია მზესთან ასოცირდება. ამბობენ, რომ ის სულიერი ქვაა, სრულყოფილებისა და გასხივოსნების სიმბოლო. მიიჩნევა, რომ ასტიმულირებს შინაგან ხედვას, წარმოსახვის უნარსა და კრეატიულობას.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ ალმასი კარგად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, ნერვებსა და სენსორულ ორგანოებზე. მკურნალების თქმით, დეპრესიისას და პარანოიდული ფსიქოზის დროს, ადამიანმა ბრილიანტის ტარებისგან ჯობს თავი შეიკავოს.

ჩაკრები

ასოცირდება გვირგვინის ჩაკრასთან – საჰასრარა.