ბარიტი

ქიმიური ფორმულა – BaSO4
სიმაგრე – 3 – 3.5
ფერი – გამჭირვალე, თეთრი, მონაცრისფრო

ბარიტი ბარიუმის სულფატის მინერალია, რომელსაც სახელი ბერძნული სიტყვა “barys” – ის მიხედვით დაერქვა, რაც თარგმანში ნიშნავს “მძიმეს”. ბარიტს სიმკვრივისგ გამო ფართოდ იყენებენ ინდუსტრიალურ წარმოებაშიც.
ბარიტი ხშირად ქვიშასთან ერთად კრისტალირდება და იღებს უნიკალურ ფორმას, რომელსაც “ბარიტის ვარდს” ეძახიან.

Photo by – Crystals.not.pistols

საბადოები

ბარიტის მთავარი მომწოდებლები არიან – ა.შ.შ, ჩინეთი, ინდოეთი და მაროკო.

თვისებები

ბარიტი ეზოთერიკაში ხშირად გამოყენებადი ქვა არაა, მაგრამ მას ჰყავს ერთგული პრაქტიკოსები, რომელთა თქმითაც ეს ქვა განსაკუთრებულად კარგია მედიტაციისა და კონცენტრაციის დროს. ამბობენ, რომ ბარიტი ააქტიურებს ინტუიციას, ამშვიდებს მფლობელს და უბიძგებს მას მიიღოს განათლება, შეიმეცნოს, გაიღვივოს ინტელექტი და მსოფხედველობა.

Photo by – Crystalcavernimports

ეზოთერიკოსების თქმით, ბარიტი განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს მეცნიერებზე, მკვლევარებზე, არქეოლოგებზე, ისტორიკოსებზე და ზოგადად ისეთი სფეროს წარმომადგენლებზე, რომელსაც ბევრი ფიქრი და კრიტიკული აზროვნება სჭირდებათ.

სამკურნალო თვისებები

ძველად ბარიტის ნატეხს ბალიშის ქვეშ დებდნენ კარგი სიზმრებისა და ძილის მოსაზიდად. თანამედროვე ლიტოთერაპევტებიც ამავე განხრით იყენებენ მას, ამბობენ რომ კარგია უძილობისთვის, თავის ტკივილების მოსახსნელად და მეხსიერების გასაუმჯობესებლად.

სტაფილოსფერი ვანადინიტი ბარიტზე – Rokbreaker.
ჰოროსკოპი

ასტროლოგების თქმით ბარიტი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ჰაერის სტიქიის ნიშნებზე – ტყუპები, სასწორი, მერწყული. თუმცა ამ ქვის ტარება ნებისმიერ ნიშანს შეუძლია.

ჩაკრები

ასოცირდება მესამე თვალთან და გვირგვინის ჩაკრასთან – აჯნა, საჰასრარა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *