ამეტრინი

ქიმიური ფორმულა – SiO₂
სიმაგრე – 7
ფერი – ორი ფერის ნაერთი – ყვითელისა და იისფერის გრადაციები.

ამეტრინი არის კვარცის ოჯახის წევრი, რომელიც ორი ქვის, ამეთვისტოსა და ციტრინის ნაერთს წარმოადგენს, სახელიც სწორედ ამ ფენომენის გამო დაერქვა – ამე-ტრინი.

ბუნებაში ამეტრინი არც ისე დიდი რაოდენობით გვხვდება, განსაკუთრებით რთულია მისი სრულყოფილი “სიფთა წყლის” ნიმუშების ნახვა. საშუალო ხარისხის ამეტრინი შედარებით ხელმისაწვდომი ქვაა, აი გამჭირავალე სახეობა კი საკმაოდ ძვირია.

ბაზარზე ხშირად ნახავთ თერმულად დამუშავებულ ამეტრინს, რაც გასაკვირი არცაა, რადგანაც ამეთვისტო მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებისას იცვლის ფერს და ემსგავსება ციტრინს.

საბადოები

დღესდღეობით ბოლივია ამეტრინის მთავარ მომწოდებლად ითვლება, მაგრამ პირველად ამეტრინი ბრაზილიაში აღმოაჩინეს.

Photo by – howlatm.com

თვისებები

ორი ქვის ერთ მინერალში გაერთიანების ფენომენი არც ისეთი იშვიათია, მაგალითად აზურ-მალაქიტი ან რკინის ვეფხვის თვალი, ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ერთი ქვა ორივე შემადგენელი მინერალის დატვირთვას ატარებს.
ასევეა ამეტრინიც, ეზოთერიკოსების თქმით ამეტრინში გაერთიანებულია ამეთვისტოს და ციტრინის თვისებები, შესაბამისად ის არის სიმშვიდის, იღბალის, თავდაჯერებულობისა და კრეატიულობის ქვა.

მიიჩნევა, რომ ამეტრინის ტარებისას ადამიანს განწყობა ეცვლება, ხდება უფრო დადებითი და პოზიტიური. როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ამეტრინის დახმარებით მფლობელს შეუძლია დაწყებული საქმის დამთავრება, განსაკუთრებით კარგია თუ საქმე კრეატიულ, შემოქმედებით ფიქრს ითხოვს. ამიტომაც უყვართ ამეტრინი მუსიკოსებს, მხატვრებს, მსახიობებს, სცენარისტებს, მწერლებს, რეჟისორებს, არქიტექტორებს და ზოგადად ნებისმიერი შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს.

Photo by – Johndyergems

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები ამეტრინს მონელების სისტემების, კონცენტრაციის, მეხსიერებისა და ძილის გასაუმჯობესებლად იყენებენ.

ჰოროსკოპი

ასტროლოგების თქმით ამეტრინი უნივერსალური ქვაა, მისი ტარება ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს შეუძლია. განსაკუთრებით ეს ქვა სასწორებს უხდებათ.

ჩაკრები

ამეტრინი ასოცირდება მესამე თვალთან და მზის წნულთან – აჯნა, მანიპურა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *