ცირკონი

ქიმიური ფორმულა – ZrSiO4
სიმაგრე – 6.5 – 7.5
ფერი – გამჭირვალე, სხვადასხვა.

დღესდღეობით ცირკონი საკმაოდ ცნობილი და მნიშვნელოვანი მინერალია. ძალიან ხშირად ცირკონს, ხელოვნურ ბრილიანტში ურევენ, როდესაც ხელოვნური ბრილიანტი ლაბორატორიულადაა მიღებული, ცირკონი კი ნამდვილი, ბუნებრივი მინერალია.

ცირკონი საკმაოდ ბევრ ფერში გვხვდება, ამათგან გამჭირვალე ყველაზე ხშირი და დაბალფასიანია. ყველაზე პოპულარული კი ცისფერი ცირკონია, რომლის ფერიც უმეტეს შემთხვევაში დაფერვითაა გაძლიერებული. ცირკონს უმეტესად სამი კლასიფიკაცია აქვს. დაბალი, საშუალო და მაღალი, ამის მიხედვით ეცვლება მინერალს ფასები.

ცირკონი მსოფლიოს უძველესი მინერალია. მისი ფრაგმენტები 4.4 მილიარდ წელს ითვლის და ავსტრალიაშია აღმოჩენილი. მეცნიერების თქმით ცირკონი მთვარეზე ძველია, რომელიც 4 მილიარდი წლის წინ შეიქმნა.

საბადოები

შრი-ლანკა ცირკონის ყველაზე ცნობილი მომწოდებელია. მისი ნახვა ასევე კამბოჯაში, ბურმაში, ბრაზილიაში, კორეაში, მადაგასკარში, ნიგერიაში, ტანზანიაში, ტაილანდსა და ვიეტნამშია შესაძლებელი.

თვისებები

ოდითგანვე მიიჩნეოდა, რომ ცისფერი ცირკონი ადამიანს ნეგატივის თავიდან აცილებაში ეხმარებოდა. ეზოთერიკოსების აზრით, ცირკონის მთავარი თვისება პოზიტივიას მონიჭებაა, რაც მფლობელს უკეთ ცხოვრებასა და საკუთარი თავის გაცნობაში ეხმარება.

ამბობენ, რომ ცირკონი კარგად მოქმედებს დეპრესიულ ადამიანებზე, ის მათ ცხოვრების სიყვარულს ასწავლის. ცირკონის თვისებები იცვლება მისი ფერის მიხედვით, მაგრამ ეს ცვლილება დიდად შესამჩნევი არაა, რადგანაც მთლიანობაში ცირკონი ბედნიერების ქვაა.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები ცირკონს ფარისებური ჯირკვლის სწორი მოქმედებისთვის იყენებენ. ამბობენ, რომ აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას და არეგულირებს ჰორმონალურ დარღვევებს. როგორც ენერგეტიკულად ასევე ფიზიკურად ის ორგანიზმს აჯანსაღებს, ანახლებს და ენერგიით ავსებს.

ჩაკრები

ფერების მიხედდვით ცირკონი ასოცირდება სხვადასხვა ჩაკრებთან, მაგალითად გამჭირვალე – საჰასრარა, მოწითალო – მულადჰარა, ცისფერი – ვიშუდჰა, მწვანე – ანაჰატა და ა.შ.