დემანტოიდი

ქიმიური ფორმულა: Ca3Fe2(SiO4)
სიმაგრე – 6.5 – 7.5
ფერი – მოყვითალო, მწვანე.

დემანტოიდი მწვანე ძოწის ნაირსახეობაა. ის ძოწის ოჯახის ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული წარმომადგენელია. მისი მოპოვება მხოლოდ მცირე ზომებითაა შესაძლებელი. ორ კარატიანი დემანტოიდი დიდ ქვად ითვლება.
ის პირველად ურალის მთებში აღმოაჩინეს, მიუხედავად იმისა რომ ძოწს საუკუნეების მანძილზე იცნობდნენ, დემანტოიდის შესახებ 1853 წლამდე ინფორმაცია არ არსებობდა. დღეს რუსული დემანტოიდი ძალიან იშვიათ და უძვირფასეს ქვად მიიჩნევა.

საბადოები

1996 წლამდე რუსეთი დემანტოიდის ერთადერთ მომწოდებლად ითვლებოდა, ამ წელს კი ნამიბიაში უდიდესი საბადო აღმოაჩინეს, სახელად „მწვანე დრაკონი“. 2003 წელს კი მსგავსი საბადო მადაგასკარშიც იპოვეს.

თვისებები

დემანტოიდი ფინანსებისა და წარმატების ქვად ითვლება, როგორც ამბობენ ის მფლობელს საქმეზე და დასახულ მიზანზე კონცენტრირებაში და მის წარმატებულად დასრულებაში ეხმარება. ითვლება, რომ დემანტოიდის მფლობელები არასოდეს აგვიანებენ და ვალსაც არასოდეს იღებენ. ეზოთერიკოსების თქმით დემანტოიდი ადამიანს სიყვარულის და ჰარმონიის მოპოვებაშიც ეხმარება.
საერთოში ის წარმატების, სიხარულის და სიყვარულის ქვაა.

სამკურნალო თვისებები

ამბობენ რომ დემანტოიდს სიცოცხლის უნარიანობის გაზრდა შეუძლია. ლიტოთერაპევტების თქმით გულთან ახლოს ტარების შემთხვევაში ის კარგად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და სასუნთქ სისტემებზე. ლიტოთერაპევტები დემანტოიდს, მხედველობის, იმუნური სისტემის და რესპირატორული სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად იყენებენ.

ჰოროსკოპი

დემანტოიდი განსაკუთრებულად კარგად მოქმედებს ჰაერის სტიქიის ნიშნებზე და მშვილდოსანზე.

ჩაკრები

ასოცირდება გულის ჩაკრასთანანაჰატა

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *