აქტინოლითი

ქიმიური ფორმულა – Ca2(Mg,Fe)5Si8O22(OH)2
სიმაგრე – 5,5 – 6
ფერი – ღია მწვანე, ნაცრისფერი, შავი.

აქტინოლითი დეკორატიული ქვაა, რომელიც წვრილი ნემსისებრი მინერალებისგან შედგება, ეს სტრუქტურა მას საინტერესო ოპტიკურ თვისებებს სძენს. მისი მწვანე ფერი რკინის შემცველობის დამსახურებაა, რაც უფრო მეტია ქიმიურ სტრუქტურაში რკინა, მით უფრო მუქია აქტინოლითი. მის ჩანართებს კვარცში ხშირად ნახავთ. სახელი აქტინოლითი ორი ბერძნული სიტყვის შეერთებიდან წარმოიშვა “actinos” – სხივი და “ithos” – ქვა.

აქტინოლიტი – კატის თვალი

კატის თვალის ეფექტის მქონე აქტინოლითი საკმაოდ იშვიათი ვარიაციაა, ხშირად მას კატის თვალის ჟადეიტს ეძახიან, რასაც მყიდველი დიდ შეცდომაში შეჰყავს. უმეტეს შემთხვევაში კატის ტვალის ოპტიკური თვისებები მხოლოდ ძლიერი განათების ქვეშ ჩანს.

საბადოები

აქტინოლითი ხშირი მინერალია, მაგრამ მისი მაღალი ხარისხისა და სამკაულისთვის გამოსადეგარი ვარიანტის პოვნა საკმაოდ იშვიათია. აქტინოლითის ყველაზე დიდი მომწოდებლები ტაივანი და კანადა არიან. ასევე აქტინოლითის მოპოვება შესაძლებელია ავსტრალიაში, ბრაზილიაში, რუსეთში, მადაგასკარში, ტანზანიასა და აშშ-ში.

თვისებები

ეზოთერიკოსების თქმით აქტინოლითი დამცავი ქვაა, რომელიც მფლობელს თავიდან ააცილებს უბედურ შემთხვევებს, ავადმყოფობებს, ცუდ თვალს, სტრესსა და ნეგატივს. როგორც ამბობენ ის სხეულს, გონებასა და სულს აბალანსებს. მიიჩნევა, რომ აქტინოლითი მფლობელს აუმაღლებს თვითშეფასებას და გაანთავისუფლებს ნეგატიური აზრებისგან. ძველად მიაჩნდათ რომ ამ მინერალს, მფლობელის გამოუვალი სიტუაციებიდან გამოყვანა შეეძლო და რომ აქტინოლითის ტარების შემთხვევაში ადამიანი წარმატებას და სიმდიდრეს მოიპოვებდა.

სამკურნალო თვისებები

ლიტოთერაპევტები მიიჩნევენ, რომ ის ხსნის სტრესს, აძლიერებს ორგანიზმსა და იმუნურ ისტემას. მას ხშირად იყენებენ თმებისა და კანის დაავადებების დროს. ის მფლობელს ავადმყოფობისგან სწრაფად გამოჯანმრეთებაში ეხმარება. როგორც მკურნალები ამბობენ კარგად მოქმედებს ღვიძლზე, თირკმელებზე, გულსისხლძარღვთა სისტემაზე და გულის მუშაობაზე. აქტინოლითი დღეგრძელობის სიმბოლოა.

ჰოროსკოპი

აქტინოლითის ტარება ნებისმიერი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს შეუძლია. მაგრამ უმჯობესია ადამიანმა თავად შეიძინოს ქვა, მისი ჩუქება, გაჩუქება, დროებით თხოვება ან გაყიდვა არ არის სასურველი.

ჩაკრები

ასოცირდება მეოთხე (გულის) ჩაკრასთანანაჰატა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *