ქიმიური ფორმულა – Mg2[SiO6]
სიმაგრე – 5.5
ფერი – ყავისფერი, ოქროსფერი, მწვანე.
ენსტატიტი პიროქსენების ჯგუფის სილიკატური მინერალია. პირველად ის 1855 წელს, გ. ა. კენგოტმა აღმოაჩინა, მანვე შეარქვა ენსტატიტს ძველბერძნული სახელი, რომელიც თარგმანში „გამძლეს“ ნიშნავს.
ენსტატიტი მომწვანო მოყავისფრო ფერს დაიკრავს. რკინის შემცველობის მიხედვით ის შეიძლება იყოს უფრო ღია ან მუქი ბრინჯაოსფერი. იშვიათობაა, მაგრამ ხადახან ენსტატის კატის თვალის ეფექტითაც პოულობენ.
ენსტატიტი არ არის იშვიათი ქვა, მაგრამ მისი გამჭირვალე ვარიანტი საკმაოდ ძვირად ფასობს. მიუხედავად ამისა, ენსტატიტი ნაკლებად ცნობილი ქვაა და კოლექციონერების წრეში უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს.
საბადოები
ენსტატიტს უმეტესად ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კანადაში (ლაბრადორი), საფრანგეთში, გერმანიაში, აფრიკაში ინდოეთსა და ა.შ.შ-ში მოიპოვებენ.
თვისებები
ეზოთერიკოსების თქმით ენსტატიტი ენერგიის მომცემი ქვაა რომელიც მფლობელს მიზნების ასრულებაში და ადგილის დამკვიდრებაში ეხმარება. როგორც ამბობენ განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მორიდებულ ადამიანებზე, ვისაც აზრის გამოთქმის და საკუთარი თავის გამოხატვის შიში აქვთ. ენსტატიტის დახმარებით მფლობელი მოიხსნის კომპლექსებს და შეიძენს თავდაჯერებულობას.
ენსტატიტი ძლიერი ვიბრაციის მქონე მინერალია, ამიტომაც მას ხშირად „ენერგიის წყაროსაც“ ეძახიან.
სამკურნალო თვისებები
ლიტოთერაპევტები მიიჩნევენ, რომ ის კარგად მოქმედებს შარდსასქესო და მომნელებელ სისტემებზე. კარგაი კუჭის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, შარდის ბუშტის და პანკრიასის გამართულად მოქმედებისთვის.
ჰოროსკოპი
ენსტატიტის ტარება ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია, მაგრამ განსაკუთრებულად კარგად მოქმედებს ადამიანებზე, ვისაც ცეცხლის სტიქია აკლიათ.
ჩაკრები
ენსტატიტი ასოცირდება მზის წნულის ჩაკრასთან – მანიპურა