ქიმიური ფორმულა – Fe2O3
სიმაგრე – 5.5 – 6.5
ფერი – შავი, ვერცხლისფერი.
ჰემატიტი რკინის ოქსიდის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მინერალია რომელსაც რკინის ბზინვარება დაკრავს. მისი სახელი მოდის ბერძნული სიტყვიდან, რაც თარგმანში სისხლს ნიშნავს. ძალიან ხშირად სახელის მსგავსების გამო ჰემატიტს ჰელიოტროპში ურევენ. ჰელიოტროპი კი ქალცედონი-კვარცის წარმომადგენელი მინერალია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რკინის ოქსიდთან.
გაუპრიალებელ, დაუმუშავებელ ჰემატიტს ხშირად მოწითალო ფერი დაკრავს, რის გამოც ინდუსტრიალურ წარმოებაში მას ხშირად იყენებენ წითელ პიგმენტად. როდესაც ჰემატიტი კარგადაა გაპრიალებული მისი სიკაშკაშე ვერცხლისას წააგავს. ის მოვერცხლისფრო მოშავო ფერში გვხვდება. ხშირად ხდება, როდესაც ჰემატიტი სხვადასხვა მინერალებს ერევა, მაგალითად იასპს, ვეფხვის თვალს. ასევე მზის ქვის მბზინვარებასაც ჰემატიტს უნდა ვუმადლოდეთ.
საბადოები
მისი ნახვა საკმაოდ ბევრ ლოკაციაზეა შესაძლებელი. მაგრამ უმეტესად ბრაზილიიდან, ინგლისიდან და იტალიიდან მოგვეწოდება. ასევე მოიპოვება მაროკოში, აფრიკაში და აშშ-ში.
თვისებები
როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ჰემატიტი ერთ-ერთი ყველზე ძლიერი დამაბალანსებელი და დამცავი ქვაა. მას ადამიანისთვის ორგანიზებულობა და სიმშვიდე მოაქვს. მიიჩნევა, რომ კარგია სწრაფი, ლოგიკური აზრივნებისთვის. განსაკუთრებულად გამოსადეგარია ფიზიკოსებისა და მათემატიკოსებისთვის, ზოგადად ადამიანებისთვის ვისაც ზუსტი აზროვნება და ფიქრი სჭირდებათ. ძველად ითვლებოდა რომ ჰემატიტი ადამიანს სიმამაცეს, თავდაჯერებულობასა და ოპტიმიზმს მატებდა.
სამკურნალო თვისებები
ლიტოთერაპევტები ჰემატიტს ორგანიზმის გაგრილებისთვის იყენებენ. ამბობენ, რომ კარგია სისხლის მიმოქცევისთვის, ნერვული პრობლემებისას, სტრესისა და უძილობის დროს, ამბობენ, რომ წარმოქმნის სისხლის წითელ უჯრედებს. კარგია ხერხემლისა და წელის ტკივილის დროს.
ჩაკრები
ჰემატიტი ასოცირდება ფუძის ჩაკრასთან – მულადჰარა.